სოსო ფრუიძე: "ზიმბრუ" არც ყველაზე სუსტი, არც ყველაზე ძლიერია

AutoSharing Option
უკვე ცნობილია, რომ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 30 ივნისს გაიმართება, საპასუხო კი - 7 ივლისს. მწირი ინფრასტრუქტურის გამო ამან გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პრობლემები შეუქმნა. გასარკვევია, სად და როდის ითამაშებენ პირველ შეხვედრებს "სამტრედია" და "ჩიხურა". საქმე ისაა, რომ ორივე გუნდმა სამასპინძლოდ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი აირჩია. წილისყრისას კი გაირკვა, რომ ევროთასებზე იმერეთის ორივე წარმომადგენელი 30 ივნისს გასვლაზე ითამაშებდა, 7 ივლისს კი - შინ.

ევროტურნირების წილისყრა: შევცვალოთ ბალანსი, ავიღოთ რევანში!

ცხადია, ერთ დღეს "დავით აბაშიძეზე" ორი მატჩი ვერ გაიმართება.
სოსო ფრუიძის
თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელს ავსტრიაში დავუკავშირდით:

"ორივეს პირველი მატჩი გასვლაზე გვიწევს და ეს კარგია. ამ უპირატესობის დათმობა არც ჩვენ გვსურს და სამტრედიელებისაც კარგად მესმის. ჩვენ მეგობრები ვართ და ბუნებრივია, მათ წარმატებებს ვუსურვებ...

მაგრამ საქმე საქმეა და გადამწყვეტი შეხვედრის შინ გამართვაზე უარს ვერც ჩვენ ვიტყვით და ვერც ისინი. ამიტომ უეფაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შემოგვთავაზეს, ერთ-ერთმა ჩვენგანმა 28 ივნისსა და 5 ივლისს ითამაშოს, მეორემ კი - ჩვეულებრივი გრაფიკით. ამას თავად გადაწყვეტენ. პასუხი სამშაბათს გვეცოდინება", - ამბობს ფრუიძე.

მისი თქმით, უეფას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, "ჩიხურა" ავსტრიული შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდება თუ იქიდან გაემგზავრება მოლდოვაში:

"თუ 28 ივნისს ჩვენ მოგვიწევს თამაში, მაშინ ევროპაში დავრჩებით. თუ არა და, საქართველოში დავბრუნდებით. ფეხბურთელებისთვის ერთი დღით მშობლიურ გარემოში განტვირთვა აუცილებელია".

ფრუიძემ წილისყრის შედეგებიც შეაფასა, რომელმაც მის გუნდს მოდლოვური "ზიმბრუ" შეუწყვილა:

"იმ გუნდებს შორის, რომლებიც შეიძლებოდა, შეგვხვედროდა, ყველაზე სუსტთან არ დაგვაწყვილეს, მაგრამ ყველაზე ძლიერიც არ გვარგუნეს. მე უფრო ისრაელის "ბეითართან" თამაში არ მინდოდა, რომელიც მაღალბიუჯეტიანი კლუბია. არც ავსტრიულ "ადმირასთან" მატჩები გამახარებდა, რადგან ავსტრიული ბუნდესლიგა საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია...

ჩვენი მეტოქის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს - პორტუგალიელი, ფრანგი, ბრაზილიელი...

ჯერ სხვა, უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციებს არ ვფლობთ და როცა ყველაფერს დავაზუსტებთ, მერე უფრო კარგად გავიაზრებთ, რა დონის გუნდს ვეთამაშებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქუთაისი ქუთაისი.....
kaxa
15:06 21-06-2016
0
ქუტაისში ჩაატარეთ ბიჯო რასწვალობთ
კარგი სტადიონია ძაან. ზესტაფონის სტადიონს მაინც ჯობიაა
Vito
13:47 21-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული