[მეტოქე] გიუმრის "შირაქი" "დილასთან" მატჩის წინ აფრიკელებით გაძლიერდა

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" მეტოქე გიუმრის "შირაქი" ორი აფრიკელი ფეხბურთელით გაძლიერდა. ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას "დილასთან" შეხვედრებში.

"შირაქმა" დაიმატა 21 წლის კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ლამინ დუმუა. დუმუას უთამაშია კოტდივუარულ კლუბებში, ასევე - ნორვეგიაში, სადაც ის "ულკისას" ღირსებას იცავდა. არის ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი.

ასევე კოტდივუარელია გუნდის მეორე ახალწვეული - კუადიო ფრანკ ისმაელ ბრუ. ის ფლანგზე თამაშობს. კარიერა მშობლიურ ქვეყანაში დაიწყო, ბოლოს კი განათხოვრებით თამაშობდა ბენინურ "რექუინზში".

"შირაქმა" ორივე ფეხბურთელთან 2017 წლის 31 ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი. სომხური მედიის ვარაუდით,
"შირაქი" ევროპალიგის სტარტამდე ახალ ფეხბურთელებს აღარ დაიმატებს და ფონს იმ კადრებით გავა, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან კლუბში.

ამასობაში, გაირკვა, რომ 30 ივნისს "დილასა" და "შირაქს" შორის გორში გასამართ შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება. მას იგორ ალიოხინი და ანდრიი სკრიპა დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას მიკოლა ბალაკინი შეასრულებს. მატჩის დელეგატია ბელორუსი იან ტრატსიკი. მსაჯებზე დაკვირვება კი თურქ კუდუსი მუფტოღლუს აქვს დავალებული.

მატჩს, რომელიც 18 საათზე დაიწყება, პირდაპირ ეთერში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი რა ამათ არ დავაცინინოთ თავი !
ika
27 ივნისი 2016 22:49
0
კაი ნახე რა ვინები დაიმატეს)))) პირდეპირ გეტყვი აკაკი ეხლა ვინც ლეგიონერები დაიმატეს დინამოშიც ეგეთები არიან მწვრთნელიანად განსხვავებას ვერ ვხედავ
svani
27 ივნისი 2016 16:39
0
ეხლა ლეგიონერებით დახუნძლულმა შირაქმა გორის დილა რომ დაამარცხოს მერე ნეტა რას იტყვით? იქნებ თქვათ მარტო ლეგიონერები ათამაშეთო ნწ ნწ ნწ...
Akaki
27 ივნისი 2016 12:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული