ღონისძიებაში სამოდელო სააგენტო Fashion Charm-ის აღსაზრდელებმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
ერთი საათის განმავლობაში მწვანე პოდიუმზე "დინამოს" მაისურებსა და აქსესუარებში გამოწყობილი პატარები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენება სამოდელო სააგენტო Fashion Charm-ის, კავშირ "ჩვენი ბავშვების" ორგანიზებითა და "დინამო თბილისის" მხარდაჭერით გაიმართა.