ამ გამოცემის თანახმად, თბილისის "დინამო" "სლოვაცკოს" 26 წლის მცველით, ტომაშ კოშუტით დაინტერესდა.
კოშუტი სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მას "ნიტრაში" და პრაღის "სპარტას" დუბლებში უთამაშია. კოშუტი 2010 წლიდან ჩეხური "სლოვაცკოს" წევრია.
კოშუტი, რა თქმა უნდა, მისმა თანამემამულე იურაი იარაბეკმა ურჩია "დინამოს" ხელმძღვანელობას. ამ ზაფხულს "დინამომ" უცხოელთაგან უკვე დაიმატა ანტონი სკრიბე, სტეფან ველევი, მატიას კურიე და მატია შპიჩიჩი.