მოლდოვური "ზიმბრუს" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარუმ "ჩიხურასთან" ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩის წინ გუნდების შანსებზე ისაუბრა:
"ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვინდა. გვეუბნებიან, რომ რეალისტები ვიყოთ - ეს შეუძლებელია. მაგრამ, რატომ უნდა ვიყოთ რეალისტები? ნახეთ ბოლოს ინგლისის ნაკრების მატჩი?
ბურთი მრგვალია და ყველას ორ-ორი ფეხი აქვს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ, ბევრი უნდა იშრომო, იყო მეტოქეზე მეტად მოტივირებული. ასე თუ იქნა, ჩვენ შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.
"ჩიხურასთან" მატჩში გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელად უნდა იქცეს. როცა ბიჭები დაიღლებიან, ისინი ტრიბუნებიდან უნდა გავამხნევოთ. ასე კი დადებით შედეგსაც მივიღებთ".
15:46 30-06-2016
"ზიმბრუს" პრეზიდენტი ოქტავიან მორარუ: "ჩიხურასთან" გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელად უნდა იქცეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული