"ზიმბრუს" პრეზიდენტი ოქტავიან მორარუ: "ჩიხურასთან" გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელად უნდა იქცეს

AutoSharing Option
მოლდოვური "ზიმბრუს" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარუმ "ჩიხურასთან" ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩის წინ გუნდების შანსებზე ისაუბრა:

"ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვინდა. გვეუბნებიან, რომ რეალისტები ვიყოთ - ეს შეუძლებელია. მაგრამ, რატომ უნდა ვიყოთ რეალისტები? ნახეთ ბოლოს ინგლისის ნაკრების მატჩი?

ბურთი მრგვალია და ყველას ორ-ორი ფეხი აქვს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ, ბევრი უნდა იშრომო, იყო მეტოქეზე მეტად მოტივირებული. ასე თუ იქნა, ჩვენ შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

"ჩიხურასთან" მატჩში გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელად უნდა იქცეს. როცა ბიჭები დაიღლებიან, ისინი ტრიბუნებიდან უნდა გავამხნევოთ. ასე კი დადებით შედეგსაც მივიღებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული