დინო ჰამზიჩი: მეგობრებმა "შერიფიდან" გამაფრთხილეს, რომ "ზიმბრუ" ტექნიკურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" დღეს კიშინიოვში ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩში "ზიმბრუს" სტუმრობს.

თამაშამდე მოლდოველ ჟურნალისტებს "ჩიხურას" მეკარე დინო ჰამზიჩი და ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი გაესაუბრნენ.

"გუნდში კარგი სიტუაციაა, "ზიმბრუსთან" გავალთ და მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. "ჩიხურამ" ავსტრიაში კარგი შეკრება გაიარა. ასე რომ, საინტერესო მატჩი გველის", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ზიმბრუს" წინააღმდეგ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მეტოქეზე ბევრი ვიცით, მათი ბოლო თამაშები ვნახეთ. ავსტრიაში ნაყოფიერად ვივარჯიშეთ და ახლა მხოლოდ "ზიმბრუსთან" მატჩზე ვფიქრობთ. იმედი მაქვს, რომ ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც ავსტრიულ შეკრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის.

ორი მეგობარი მყავს,
რომლებთან ერთადაც ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი, ისინი "შერიფში" გამოდიოდნენ და მათგან ვიცი, რომ "ზიმბრუ" სერიოზული მეტოქეა. ის ტექნიკურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს", - განაცხადა ჰამზიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული