გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ის, რაც გუშინ გულშემატკივარმა იხილა, ძალიან დამთრგუნველი იყო. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული "სამტრედია" ბაქოში "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.

ევროპულ შეკრებაზე გია ცეცაძის გუნდმა ძლიერი ალბანური და რუმინული გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და გუშინაც მისგან რაღაც გამორჩეულის იმედად ვიყავით. სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა...

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი განსაკუთრებით მე-13 წუთიდან გააქტიურდნენ და სტუმრებს კარის დაცვა ძალიან გაუჭირდათ.

მალევე "სამტრედიას" საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომების გამო მწარედ აზღვევინეს: შეტევა ნიკა კვეკვესკირის ლამაზი პასით დაიწყო და სამტრედიელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ
კი, ძნელი ასახსნელია, კარის წინ შეგროვებულმა სამტრედიელებმა "გაბალას" ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩი როგორ მიატოვეს. ამან კი ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

გავიდა ორიოდე წუთი და თეო ლუის ვიკსის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სერგეი ზენიოვმა "სამტრედიის" კარი მეორედ აიღო - 2:0.

ამის შემდეგ "სამტრედია" ოდნავ გააქტიურდა და შეტევის ორგანიზება სცადა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ვისკმა სტუმართა დაცვისა და ნახევარდაცვის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ისე თავისუფლად დაარტყა, გეგონებოდათ, ქართული გუნდის მცველები ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდნენ...

თამაშის ცენტრიდან განახლებისთანავე, სხვაობის შემცირების ორი შანსი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ააცილა კარს, მერე კი მეკარე დმიტრი ბეზოტოსნიმ მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარი სამტრედიელებმა აგრესიულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს კიდეც. ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 3:1.

ამის შემდეგ სამტრედიელები უფრო თამამად ათამაშდნენ და გაჩნდა იმედი, რომ სხვაობის შემცირებას შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ნიკა სანდოხაძეს საკუთარ ნახევარზე ბურთი ვიკსმა აართვა, კარისკენ სწრაფად დაიძრა, მეკარე ჩამოიცილა და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 4:1.

სამ წუთში კი ზენიოვმა ვიკსი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ლიბერიელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "სამტრედიის" დაცვა სრულად ჩავარდა - 5:1.

მალე სხვაობის შემცირების შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ძალიან არ გვინდა, დავიჯეროთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა, რომელიც 7 ივლისს ზესტაფონში გაიმართება, ფორმალობად მოჩანს. წაგებაზე არანაკლებ მძიმე და აუტანელი იმის განცდა იყო, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩამორჩენა გაზრდილა. თუკი ადრე მათ ქართველებთან მოგება პატივად მიაჩნდათ, ახლა, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!
- ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა
- რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. ბაქო. "ბაქსელ არენა". 5 000 მაყურებელი
გაბალა-სამტრედია 5:1
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი, კვეკვესკირი, ოზობიჩი, ვიკსი (86. ქ. ალიევი), დაბო (78. ეიუბოვი), ზენიოვი (83. მუტალიმოვი).
სათადარიგოები: პეტრკევიჩი, რ. ჰასანოვი, მირზაბაიოვი, რაფაელ სანტოსი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (71. ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (58. მარკოზაშვილი), ჯიქია (46. გამყრელიძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ჯიქია (44), მარკოზაშვილი (63), ზენიოვი (65), ვიკსი (69)
არბიტრი: დენის შჩერბაკოვი (ბელარუსი)

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 57 /
ყველას დაგავიწყდათ სამტრედიამ ისტორიული გოლი გაიტანა ევროტურნირებზე!!!!!!!!!!!!
გენო
04 ივლისი 2016 15:00
0
ბიჭებო კარგად თამაშობთ, თუმცა უკანა ხაზი არ გივარგათ. მეკარე გამოცვალეთ. მოძრაობაში ისინი დაჩაგრეთ. ყურები არ ჩამოყაროთ. გინდათ 2 ზუსტი დარტყმა პირველ ტაიმში და ორიც მეორეში. გამოიყენეთ გველის ნაკბენის ტაქტიკა!
ქუთაისელი
01 ივლისი 2016 21:35
0
მოიგო ძლიერმა გუნდმა.არაუშავს სამტრედიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და შედეგიც მოვა დროდადრო,მთავარია ახლა ხელი არ ჩაიქნიონ და ერთწლიანი გუნდებივით არ მოიქცენ.
bebeto
01 ივლისი 2016 20:05
0
რაც შეეძლეს კი გააკეტეს .ერტი საყრდენი და უკანა სჰუა მცველები ჩავარდა და გამოცდილება არ ეყოტ.უკნიდან უნდა დაეცკო და კონტრშეტევაზე არ ცავაგებდიტ .ჩვენები სცრაპად გაგადიოდენ სშეტევასში>
Shota
01 ივლისი 2016 20:02
0
მე არ ვარ სამტრედიელიი, თბილისელი ვარ. ვუყურე თამაშს. კი ცუდია წაგება 1:5-ზე მითუმეტეს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაც ვნახე, ყველა ეს გოლი იყო დაცვის და მეკარის უსუსტესი თამაშის ბრალი. თუმცა თვითონ ,,სამტრედია" მთლიანობაში კარგი გუნდი ყოფილა და იმედი მაქვს ,,გაბალა"-ს დამარცხებას ნამდვილად შეძლებს, თუ ისევ დაცვამ და მეკარემ არ ჩაისვარეს. რა თქმა უნდა 1:5-დან ამოქაჩვა სასწაულია, მაგრამ რაც მე ეგ თამაში ვნახე, ცოტა საფეხბურთო დისციპლინის დამატება და ,,სამტრედია" ,,გაბალას" მსგავს გუნდებს 10-დან 10-ს მოუგებს. ასე რომ წარმატებები ძმებო!
mamuka
01 ივლისი 2016 19:24
0
წაგება სასიამოვნო არასდროსაა, ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ძალიან მახარებს აგრესიული შემტევი ფეხბურთი, მოედნის ხედვა, შეტევაში სწრაფად გადასვლა , ბევრი მოძრაობა თავისუფალი პოზიციების დასაკავებლად... წაგების მიუხედავათ ძალიან კარგი შემტევი გუნდის ჩამოყალიბების კონტურები ჩანს, წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო მე მჯერა თქვენი.
jere
01 ივლისი 2016 19:07
0
ეხლა უფრო მეტად მიყვარხარ სამტრედია!
mudam mziano
01 ივლისი 2016 19:06
0
სამტრედიამ ბევრი გაამწარა ეროვნულ ჩემპიონატში და ეხლა გვაქილიკებენ თუმცა გაბალას რომ ვერ გაივლიდა თვითონაც კარგად იცოდნენ საქართველოს ინტერესი არაფერ შუაშია
dedaia beca kakakia vstreca
01 ივლისი 2016 19:00
0
ესე იგი წაკითხულს გაგება უნდა
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თქვენი გუნდი არ მაღელვებს ეროვნულ ჩემპიონატში
მაგრამ მაღელვებს ევროთასებზე რადგან საქართველოს წარადგენს! საქართველოს!
სამტრედიელებს
01 ივლისი 2016 18:51
0
ვინ გეხვეწებათ სამტრედიაზე გული შეგტკიოდეთო ჩვენ სამტრედიელები ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით ისინი მიაღწევენ მიზანს ეს გამოუცდელი ბიჭები პირდაპირ ნიანგის ხახაში მოხვდა ფეხბურთთან დაცილებულებო ლოგიკურათ იაზროვნეთ
joni
01 ივლისი 2016 18:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული