რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა "სამტრედიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"ქებას მთელი გუნდი იმსახურებს, რომლის თითოეული ფიგურა მოედანზე ერთი მთლიანის ნაწილი იყო და ისწრაფვოდა გამარჯვებისკენ. ეს ძალიან კარგია. გუნდის ახალწვეულებმაც შეასრულეს ყველა ჩვენი მოთხოვნა და სურვილი. მადლობელი ვარ ბიჭების, გაწეული დიდი სამუშაოსთვის.

არ შეიძლება თქმა, რომ ჩვენ უკვე მეორე რაუნდში ვართ. სხვა
დასხვა თამაში შეიძლება სხვადასხვანაირად წარიმართოს და ისტორიაშიც არის ამის მაგალითები. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ხუთი გატანილი გოლი დიდი უპირატესობაა, მაგრამ წინაა საპასუხო მატჩი, რომლის მოგებაც უნდა ვცადოთ", - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
სად იბლატავა ცეცაძემ მანახეთ ერთი სად ? უნამუსობაა ეგეთი ლაპარაკი, კაცი გუნდს აკეთებს უთამაშებელი ფეხბურთელებით , პირველად ითამაშეს უეფას შესარჩევი და რამ გაგამწარათ ეგრე, პირიქით მხარში უნდა დაუდგეთ და გაამხნევოთ მთელი გუნდი, რა გჭირთ ქართველებო არ გრცხვენიათ ?
ზურა
03:05 03-07-2016
0
საქართველოს ლეგიონერები კი არ სჭირდება,არამედ ტრეფიკინგზე თავის დანებება უნდა და ვინცა აქ კარგი ახალგაზრდა და წესიერი პროფესიონალი, იმათ უნდა ჰქონდეთ მეტი ანაზღაურება.ამაშია გადაწყვეტა და არა ლეგიონერების ჩამოყვანაში
აბა დააბრუნეთ საქართველოში კარგ ხელფასებზე ის ქართველი ფეხბურთელები ვინც წასულია, ითამაშებენ თუ არა.
Jango
19:41 01-07-2016
0

სიახლეები პოპულარული