არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
მარტო ავსაჯანაა დასაჭერი? რას ამბობტ თქვენ უარესები მოხვედით ვერ მოიშორეთ ხო ავაჯანა მასე გინდათ მოიშოროთ? გცხვენოდეთ მაგას ვინ ვერ ხვდება
goga
04 ივლისი 2016 20:47
0
ავსაჯანამ რა ქნა ტქვენ ახლა რა ხდება ის უნდა ნახოტ მაგრამ ამატ პატრონობენ მაისურაძემ ერტ ინტერვიუში თქვა სამი ფეხბურთელი მყავდა დავიტაშვილი შეწირული ივანიაძე დანარჩენი როგორ მოხვდა ნაკრებში იკითხეთ არ გაინტერესებთ?
goga
04 ივლისი 2016 17:17
0
ღმერთმა ქმნას, არ დაუმტკიცდეს, კაცს სხვის ცუდი როგორ გაგიხარდება, თუ კაცი ხარ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საფეხბურთო სამყარო აუცილებლად და მკაცრად გასაწმენდია კორუმპირებული ხალხისგან.
gizog
04 ივლისი 2016 12:15
0
ეგკაცი გმერტსცი უყვარს ავსაჯან იხარე ვი
iiiiiiii
03 ივლისი 2016 23:14
0
მაგარი კაცია ავსაჯანა
e
03 ივლისი 2016 23:03
0
გოჩა ავსაჯანიშვილი, გაიოზ დარსაძე და მამამისი, მერაბ კოჭლაშვილი, საბურთალოს აკადემიის მწვრთნელები და ხელმძღვანელობა ესენი ყველანი კორუმპირებულები არიან... ესენი ყველანი გალიიდან არ უნდა გამოუშვა მათ დაღუბეს მომავალი თაობა და ქართული ფეხბურთი, მაგრამ სამწუხაროდ პადტონი არადა არ გამოუჩნდა ამ ქვეყანას ყველა მაღალჩინოსანი წურბელა თავის ჯიბეზე ფიქრობს
gamoaqvekne
03 ივლისი 2016 22:25
0
მისასალმებელი ფაქტია! ფედერაციას და შსს-ს ყოჩაღ! ოღონდ, ეს არაფერია, ამაზე უარესი ფულის მყვლიფავები არიან ქართულ ფეხბურთში და განსაკუთრებით ბავშთა ფეხბურთში. ეს კაცი წლებია ბავშვებზე ფულს აკეთებს და როგორც იქნა სამართალმა პური ჭამა! გააგრძელეთ მუშაობა..
keke
02 ივლისი 2016 20:44
0
Vin chaushva?
?
02 ივლისი 2016 20:15
0
აქამდე იყი დასაჭერი. მაგან და მისნაირებმა თაობები დაღუპეს და ეხლა ქართული ფეხბურთი რადღეშიც არის სახეზეა, უნიჭიერესი ბიჭები ყავდა მაგრამ რასაც დღეს თამაშობენ ყველანი ხედავთ, მეცინებოდა ბავშვთა საუკეთესო მწვრთნელად რომ დაასახელეს ჩვენმა უნიჭიერესმა ჟურნალისტებმა ვითომ არ იცოდნენ რა ხვითოც იყო, ყველას ვინც თაობები დაღუპეს თავის ადგილი უნდა მიეჩინოს თუ გინდათ ფეხბურთის შველა
zmo
02 ივლისი 2016 19:51
0
ფედერაციამ დააწინაუროს დასავლეთიდან მწვრთვნელები,„17„ქლამდელთა ჩემპიონატში ტორპედომ აიღო მე„2„ე ადგილი, და ვეშაპებს მოუგო .ლოკომოტივი, საბურთალო და სხვები რომლებსაც ფულით ნაყიდი ყავთ ყველა თაობა და თბილისში გადაყავთ.შემოწმდეს მწვრთვნელები და თუ მათ ნაკრებს არ მიწოდეს ფეხბურთელი მაშინ გაანთავისუფლონ, და მოვა შედეგიც. ოღონდ ავსაჯანიშვილისნაირებს არ აარჩევიოთ თორემ უკუ შედეგს მივიღებთ.
მამუკი
02 ივლისი 2016 19:36
0

სიახლეები პოპულარული