არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
სულ მთლიანად ნ ყველ დასააჭერი 35 ე სკოლის მწვრთნელები უმეტესობა! და ნუ გოჩა კრისტალი იყო მაგ საქმეში !
zaza
02 ივლისი 2016 13:25
0
ისე სახე კი აქ კორუმპირებულის
essss
02 ივლისი 2016 13:21
0
ბიჭო ტქვენი ვერ გამიგია ტქვენ გაქვთ უფლება ჭამოთ სხვას არააქვს უფლება ,ტთქვენც ეხლა და მთავრობა აფინანსებდეს 35 სკოლას უნამუსებო მთავრობა,ვიხაცას გაუკეთეს საქმე ,ეტყობა სხვისი სამიზნე იყო ეგ ადგილი
jojo
02 ივლისი 2016 13:20
0
მაინც გაიჩალიჩა
emre
02 ივლისი 2016 12:53
0
კარგით რა, რატომ გაუჩალიჩეთ :( ცოდოა
zura
02 ივლისი 2016 12:45
0

სიახლეები პოპულარული