არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
რავი
me
02 ივლისი 2016 19:07
0
კველა ნაკრების მცვრტნელები ავსაჯანასჰვილივიტ იქცევა აკობია, კიფიანი,დევდარიანი მაიაურადზე და კიდევ ვინც არიან
kiki
02 ივლისი 2016 18:57
0
მადლობა უთხრას კობიაშვილს, ისე წყნარად რო გაუშვა და რა ჭორებიც მასზე დადის, რო არ გაუვრცელდა კიდე ზედმეტად.
ადრე თუ გვიან გაებმებოდა ეს.... რამდენი მშობლის ფული ექნება მითვისებული ეგრე...
kasi
02 ივლისი 2016 18:46
0
კიდევ მოეფერეთ ..., რომლებმაც მთელი საქართველო , როგორც პოლიტიკურად ისე ყველაფერში მიწასთან გაასწორეს, და აი შედეგიც „17„ წლამდელთა ყოფილი მწვრთვნელი იყო ... და ასე უცბად გათავისუფლების შემდეგ როგორ გახდა „35„ ს პრეზიდენტი აი ეს გაგვაგებინეთ, ანდა სად წაიღეს ძველმა ნაც ელიტად წოდებულმა ფედერაციამ „17„ მილიონი, და რატომ არ არიან დაჭერილები, თუ კანონი მარტო ჩვენზე მოქმედებს ალბათ, რადგან ჩვენ არავინ არაფერს არ გვპატიობს ჯარიმა, ჯარიმა, ჯარიმა, მანქანის გაჩერება და კიდევ ვინ მოთვლის რაზე , კანონი ამათ ხელშია და ყველგან მთავრობის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ეს კი არის შამშობლოს ღალატი ყველგან და ხალხს იმედს უცრუებენ. სად არის დაპირებული „ბათუმის„ 30„ ათასიანი სტადიონი, ფოთის, ზუგდიდის, და ტორპედოს დანგრეული „25„30 ათასიანი სტადიონი, სადაა ზესტაფონის შეურცხვენელი გუნდი,აი ამიტომ ვართ 135„ ადგილზე რადგან ახალი ფედერაცია ძველს პასუხს არ თხოვს და უნდა მოატანინონ ყოველი მოპარული ფული, და დანგრეული სტადიონები ააშენებინონ ამ მავნებლებს.
მამლუქი ქუთაისელი
02 ივლისი 2016 18:40
0
თუ კი სამართალდამცავები მართლაც სისტემატიურად შეამოწმებენ... ნეისმიერ სტრუქტურაში ანალოგიური ნაძირლობა ხდება.. ეს ხომ საქართველოა..აქ ყველაფერი მოსულა!!!!! საქართველოში ,,პოტენციური,, დამნაშავეა 99.9%..
Killer
02 ივლისი 2016 16:41
0
რა დღეშია 35-ე სკოლა ვინმე დაინტერესებულა?!ეს რო დანაშაულია კი ,მაგრამ უარესი დანაშაული ისაა რომ მშობლებს ყვლეფენ და ბავშვები ტერორში ჰყავთ ,ვინც ზბორზე არ მოდის სკამზე ეყრებითო.გადასახადი გაზარდეს და ბურთებსაც მშობლები ყიდულობენ.ვარჯიშის ხანგრძლივობა შეამცირეს და ერთი საათიც აღარ არის და ამის გამო ბევრმა თავიბდაანება ზოგიც გაიქცა სხვაგან და იქ სკამზე ზის!ფეხბურთს მიხედეთ თორე ესეთი მწვრთნელების გაზრდილი ბავშვებით ვერასოდეს ვერაპერს ვერ მივაღწევთ.
Zviad
02 ივლისი 2016 16:34
0
გაუჩალიჩეს!!!
ვინც გაუჩალიჩა ისინი ქვეყანას ხრავენ,მაგრან პასუხს არავინ სთხოვს!!!
02 ივლისი 2016 16:31
0
შ..... ტ.....
bacho
02 ივლისი 2016 15:17
0
ნიკოლოზის ვპასუხობ.
რა გინდა პატიოსნად მოქცევიან, უთქვიათ ვიცით რა ხვითოცა ხარ და წადიო. არ წავიდა და გააგრძელა თავისი ბინძური საქმეები. ლოგიკურია რომ დაიჭირეს.
წასულიყო და შეერგო რაც იშოვა, მაგალითად ნაკრებში ბავშვების აყვანაში.
ეგ რო მოხსნეს 17 წლიანების ტრენერობიდან, მახსოვს აქ ამბავი ატყდა, ნაციონალების ყრილობაზე მეგონა თავი. თურმე ტიპი თან ნაკრების ტრენერია, თან 35-ის დირექტორი, თან მშობლებისგან ... და თან ვიღაცეებისგან.
ჩვენ არ ვართ ცოდო??????
kvaxa
02 ივლისი 2016 14:43
0
რა ცოდოა, ჯერ მშობლისგანაც არ აუღია ქრთამი, ბავშვი რომ გაექაჩა. ამ კაცს მაინც ვიცნობ და ფულის გულისთვის ყველაფერს რომ გააკეთებდა ვიცი
gio
02 ივლისი 2016 14:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული