არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
ეს ყოფილა პირველა პირველი შეცდა ბავშვი
:-))))))))))))))
Vakhtangi
02 ივლისი 2016 14:20
0
საინტერესოა როგორ გაუჩალიჩეს. ალბათ ჩუმად ჩაუდვეს ჯიბეში ან დამიჭირე ცოტა ხანიო და ამ დროს შემოვარდნენ ეს უნიათოები.
kvaxa
02 ივლისი 2016 14:18
0
აი ამისთანა საქმოსნებით რომაა გატენილი ჩვენი საფეხბურთო მეურნეობა, იმიტომ არ ეშველება ქართულ ფეხბურთს. სწორედ მაგიტომ არ ჩადო ბიძინამ ფული ფეხბურთში და ჩადო რაგბში, სადაც მართლა კაცები მოღვაწეობენ და ფულს არ იპარავენ
qomagi
02 ივლისი 2016 14:18
0
რამდენიმე თვის წინ დაიბარეს ავსაჯანიშვილი ფედერაციაში და გადადგომა მოთხოვეს, უარი განაცხადა, ჰოდა შედეგიც სახეზეა. თანამდებობა რომ დაეტოვებინა, ხელს არავინ ახლებდა.
ნიკოლოზი
02 ივლისი 2016 14:16
0
ეხლა სად არიან ის ხალხი, ამ ... კაცს რომ იცავდნენ? ნახეთ რა ... არმოჩნდა ეს თქვენი "მაგარი" მწვრთნელი? ამას უნდა გაეზარდა ფეხბურთელი? ფუუუუ
EXLA GAMODIT LOMEBO
02 ივლისი 2016 14:00
0
Jojo, სახელმწიფოს ფული რას ნიშნავს, ციდან კი არ ცვივა, ჩემი და ჩემნაირების გადახდილი ფულია ეგ და ამ წურბელებმა იქნება ჩაიგდოთ ენა.
Dato
02 ივლისი 2016 13:51
0
გაუჩალიჩეს ,მალე გაირკვევა ეგეც
zaza
02 ივლისი 2016 13:47
0
რა იყო სხვისი სამიზნე ეს ადგილი ,,, პირველი ... იყო გჰოჩა ვასაჯანიშვილი და ძმანი მისნი , პლიუს ... მწვრთნელები გაერკვიე კარგად ბიძIა
zaza
02 ივლისი 2016 13:35
0
სადაა ის ხალხი, ფედერაციას რომ აკრიტიკებდა, რატომ მოხსენითო?
Kote
02 ივლისი 2016 13:33
0
ისე ყველა შევთანხმდეთ რომ ამ ღატაკ ქვეყანაში 70 პროცენტს ათას ლარზე ნაკლები აქ შემოსავალი და 3 ათას ლარიანი ხეელფასი რომ გაქ და კიდე ქრთამზე მიდიხარ მაგას არავითარი გამართლება არ აქ
yime
02 ივლისი 2016 13:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული