ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცოტა ხნის წინ გაირკვა.

თბილისელების მეტოქე სომხეთის მოქმედი ჩემპიონი "ალაშკერტი" იქნება, რომლის მეტოქეც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორული "სანტა კოლომა" იყო. ორი მატჩის ჯამში სომხურმა გუნდმა მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 3:0.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12/13 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 19/20 ივლისს. "დინამო" პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მეგობრებო, მესხმაც, მეტრეველმაც, ყიფიანმაც, ხურცილავამაც, გუცაევმაც, დარასელიამაც და ა.შ ამ ბუმბერაზებმა თავად შექმნეს ისტორია. თამაშობდნენ და შედეგს დებდნენ.
სამწუხაროა დღეს ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებსაც იმათი, იმ ბუმბერაზების მხოლოდ სახელით გვინდა ფონს გასვლა. ჩვენებმა რომ ითამაშონ და საკუთარი ისტორია რომ დაწერონ ეგ არ გვინდა, ისეთები გვყავდა ამათმა როგორ უნდა მოგვიგონო.........
მოლდაველი მეგობრები მყავს და ქართული გუნდების ჩამოსვლა, ან მერე ნაკრების ჩამოსვლა (დამოუკიდებლობის მერეც კაი ხანი ვუგებდით) არ მიხაროდაო, პირიქით, ძალიან მაცოფებდაო, რადგან სულ გვიგებდნენო..... დღეს კი რას დავემსგავსეთ....... სომხეთის, მოლდავეთის და აზერბაიჯანის გუნდებმა კი აშკარად პროგრესი განიცადეს (ჩვენთან შედარებით მაინც)......
გულშემატკივარი
11:27 06-07-2016
0
ხედავთ ხალხო ალაშეკერტი ზიმბრუ შირაქი ნუ გაბალა ამათთან ბარსაა ადრე დინამო აზერულ ან სომხურ გუნდებს რო ხვდებოდა ცალი ფეხით უგებდა ეხლა საგონებელში ჩაგვავაგდო ალაშკემ ხო მართლა მოლდოვურ ნისტრუ გემახსოვრებათ სტაჟიანებს გიუმრის გუნდს მეორე ლიგაში სამტრედია ანადგურებდა ეხხხხხ
rati
10:29 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული