სამტრედია VS გაბალა - უპირველეს ყოვლისა, უკეთესი თამაში

AutoSharing Option
დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სამტრედია" აზერბაიჯანულ "გაბალას" მიიღებს. ბაქოში პირველი რაუნდი მასპინძლებმა 5:1 მოიგეს...

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"სამტრედია"-"გაბალას" მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" II არხი შემოგვთავაზებს. თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.

შეხვედრას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი გეორგიოს კიზასი იქნება. მას ასან კულა და ლოანის სიპკასი დაეხმარებიან.

-align: center;">* * *
მატჩის წინა დღეს ზესტაფონის მთავარ არენაზე პირველად აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს. მეზობლების დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია - "გაბალას" ოცამდე აზერბაიჯანელი სპორტული ჟურნალისტიც ახლავს...

Sportall.Ge
ფოტოზე: ნიკა კვეკვესკირი ზესტაფონში, თანამემამულეებთან მატჩისთვის ემზადება

რაც შეეხება მოედანს, მართალია, ის მთლად იდეალურ მდგომარეობაში ვერ არის "ჩიხურა"-"ზიმბრუს" მატჩის შემდეგ, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ვერავინ ვერაფერს დაუწუნებს. მან გაუძლო სტიქიას და დღეს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, როცა ერთმანეთის პირისპირ "სამტრედია" და "გაბალა" დადგებიან...

"გაბალას" ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტთა ცნობისმოყვარეობა გუნდის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა დააკმაყოფილა:

- მიუხედავად პირველი თამაშის შედეგისა, ჩვენ სულაც არ მიგვაჩნია, რომ მომდევნო ეტაპის საგზური ჯიბეში გვიდევს. დარწმუნებული ვარ, ხუთშაბათს რთული თამაში გველის...

- "გაბალას" პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კმაყოფილება გამოთქვა გუნდის ახალწვეულებით. თქვენც კმაყოფილი ხართ?
- დიახ, მოხარული ვარ, რომ გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ.

- რას იტყვით მინდვრის საფარის მდგომარეობაზე?
- ვიცი, რომ აქ დიდი წვიმა იყო და ისიც ვიცი, რომ ზესტაფონში ორი დღის წინ ევროპალიგის მატჩი გაიმართა. ვფიქრობ, რომ არა ეს ამბები, მინდორი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ კატასტროფული არაფერი ხდება - ფეხბურთის თამაში შეიძლება!

- მომდევნო ეტაპზე მეტოქედ უნგრული გუნდი გირჩევნიათ თუ ყაზახური?
- დღეს მომდევნო ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ "სამტრედიასთან" საპასუხო მატჩზე. ისე კი, ჩვენს ორივე პოტენციურ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ.

- ლიბერიელი ვიკსი გუნდში ბრაზილიელი დოდოს შემცვლელად მოიყვანეთ?
- არა, ისინი სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან.

- როგორ ფიქრობთ, ეს "გაბალა" უფრო ძლიერია თუ ის, რომელიც ერთი წლის წინ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა?
- ორივე გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. ორივეში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თამაშობენ.

- ცალკე უნდა გკითხოთ ნიკა კვეკვესკირზე...
- მიხარია, რომ ის დღეს ჩვენი გუნდის წევრია. ამ ფეხბურთელზე გვქონდა ინფორმაცია, სანამ "გაბალაში" მოვიწვევდით. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე გაამართლა ჩვენი იმედები. ნიკას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კიდევ შეუძლია, მოუმატოს.

- და ბოლო კითხვა: კლუბის ხელმძღვანელობა შარშანდელი შედეგის გამეორებას, ანუ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრას ითხოვს?
- ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ის არის, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეთ. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

* * *
სამტრედიელთა ვარჯიშის დაწყებამდე "ლელომ" გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

Sportall.Ge

- რას ელით საპასუხო მატჩისგან?
- უპირველეს ყოვლისა, უკეთეს თამაშს ველი ჩემი გუნდისგან, ვიდრე პირველ შეხვედრაში ვაჩვენეთ.

- მეტოქეს როგორ აფასებთ?
- "გაბალა" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ბაქოში არ მოგვცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ისიც ფაქტია, რომ გრანდიც არ არის.

- პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?
- ახლა ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ.

- ის მაინც გვითხარით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?
- კი, დანაკლისი არ გვაქვს.

- მაინც გჯერათ საფეხბურთო სასწაულის?
- ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
გაგა ჩვენი ძმა კალას არ ჩაუგდია გუნდი საცოდაობაში პირიქით 21 წლიანი პაუზის მერე ფეხბურთი დააბრუნა სამტრედიაში რაც შეეხება 1 ან 2 ფეხბურთელს სამტრედიას ამ ეტაპზე არ ჭირდება ყველა რგოლში მაგრები ვართ თუ არ იცით გეტყვით სამტრედიას წელს მაქსიმუმი ქონდა დაგეგმილი მე 5 ადგილი ასე რომ ნუ რევიულობთ
gagas
07 ივლისი 2016 12:44
0
sioni-ს. კალა მართლაც სიამაყეა ქართული ფეხბურთის და არა მარტო სამნტრედიის, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ კალა, 1-2 მაღალი თუ არა, საშუალო კლასის ფეხბურთელს შეიძენდა და ასე საცოდაობაში არ ჩააგდებდა თავის გუნდს, როგორც ეს ბაქოში მოხდა. მინდა წარმატებები უსურვო სამტრედიას. სასწაულების კი ნაღდად მჯერა. ვნახოთ...
გაგა
07 ივლისი 2016 12:18
0
ქება და ქება სამტრედიელ ქომაგს გუნდი რომელიც გასვლაზე იგებს ;ჩიხურაზე მაქ საუბარი და ქომქგი არ იჩენს ინტერსს და პირიქით გუნდი აგებს ასეთი ანგარიშით და ასეთი გვერდით დგომა შესაშურია
quTaisi
07 ივლისი 2016 12:09
0
სამტრედიელი ქომაგი მაოცებს. ბრავო. ეს არის ნამდვილი გვერდით დგომა. წარმატებები მე მჯერა 4:0 ის....
Tttoo
07 ივლისი 2016 11:41
0
მართლაც რომ იმედის გაცრუება იყო როდესაც 5-1 დათმეს პირველი მატჩი ახლა მხოლოდ სასწაულის იმედადღა დაიტოვეს თავი. მაინც ვნახოთ ყველაფერი ხდება წარმატებებს ვუსურვებ სამტრედიელებს!
Gocha Juve
07 ივლისი 2016 11:38
0
21 წლიანი პაუზის მერე სამტრედიელ ბალეშიკებს ეღირსათ ფეხბურთი მადლობა ამისთვი ჩვენს გიას ჩვენს ბიჭებს რომლებიც რაც შეუძლიათ გააკეთებენ ყველა სამტრედიელი დარწმუნებული ვართ ამაში და ჩვენს სიამაყეს კალასსსსსსსსსსს მეორე ტარიელ ჩაჩუას მისი სული აცხოვნოს ღმერტმა.
sioni
07 ივლისი 2016 11:24
0
დღეს დვანახებთ ყველას როგორ უნდა გვერდით დგომა ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ სამტრედიელები
gaga
07 ივლისი 2016 11:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული