საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს, რომელსაც სასწრაფოდ ღვიძლის ოპერაცია სჭირდება, მთელი საფეხბურთო სამყარო გვერდში დაუდგა. სპეციალურ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ... გაიმართა საქველმოქმედო აქციაც, მეგობარს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც დაეხმარა.
უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და დევაძის ანგარიშზე ერთიანი ფონდიდან სოლიდური თანხა დარიცხეს. თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მატჩის გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა დევაძის მხარდასაჭერ ფონდში სრულად გადარიცხა.
"თურქეთში ორი
მისი მდგომარეობა სტაბილურია, რადგან ამ ხნის განმავლობაში თურქმა ექიმებმა უამრავი პროცედურა ჩაუტარეს.
ხვალ ზუსტად გვეტყვიან ოპერაციის დღეს, დონორი კი ორი დღის წინ ჩავიდა. ამ დონორს კაკო კლინიკაში 2 თვე ელოდებოდა.
20-22-საათიანი ურთულესი ოპერაცია ელის, იმედიანადაა და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის", - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელის მეუღლე მანონი დევაძე.
მისივე თქმით, საოპერაციო ფული შეგროვებულია, მაგრამ ჯერ სრული თანხა არ გააჩნიათ:
"იყო დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტები, მაგრამ მათი გამართვა ვერ მოხერხდა. იმედია, ახლა მოესწრება და დაიგეგმება, რადგან რეაბილიტაციის თანხა ჯერ კიდევ შესაგროვებელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"