"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.
არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.
მათ თანადგომა
სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:
"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.
მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.
ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".
"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:
"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.
პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".
ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:
"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პ.ს
მეც მინდა 30 წლის ასაკში ერთხელ წესიერად გავიხარო ქართველების წარმატებით და ევროპას და მსოფლიოს არ ვუყურო ვიღაც გადამთიელი გუნდის გულშემატკივრის რანგში და აღარ მინდა ეს გულისამრევი ფარსი, რაც თბილისში ხდება დიდ ფორუმებზე სხვა ქვეყნის ფანკლუბების შექმნა და სხვისი დროშების და ყალბი სიხარულის ყურება აღარ მინდა მოვისმინო ბარსა და რეალი და ბაიერნიდა მილანი დამანჩესტერი. მინდა მესმოდეს დინამო ან ტორბედო ან სამტრედია და თუ გინდათ საპოვნელა და თუ გინდათ ონის მამისონი მარა ქართული კლუბი საქართველოს ნაკრებიიიიი. და ყველაფერი ამისთვის საჭიროა მორჩეს ბალაგანი ვითომ პროფესიონალების.
მეტია საქართველოში(რეგბისტრებო ბოდიში)
რეგბში სისტემა არის ჩამოყალიბებული,არის მიზანი სანაკრებო მიღწევების,მოთამაშები არ იკადრებენ არა პრესტიჟულ გუნდებში თამაშს,ფეხბურთში ჩემი აზრით ფეხბურთელი რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია ოცნებობს ითამაშოს ევროპაში,მიტომ რომ ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში ფული აქვს გადახდილი თამაშის რეკლამისათვის,შედეგი სახეზეა.მასინ როცა ველოდებოდით თბილისის დინამოს თამაშს კვირიდან კვირამდე,ის იყო ჩვენთვის თეატრი,ხელოვნება და ეროვნული სულის გამოხატვა. (დემოკრატია და გამოვხატავ ჩემს აზრს )