"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა
სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 64 /
გია ცეცაძის ლანძღვა გინებას თავი დაანებეთ!!! თქვე... სამტრედიის გულშემატკივრებმა იციან გია ცეცაძის კაცობა... ყველამ....
გიზო
14:27 23-07-2016
0
რომა - თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც თვითრეალიზაციას ვერ მიაღწია ცხოვრებაში და ბოღმას ანთხეთ წარმატებულ ადამიანებზე, რომლებმაც ნიჭით და შრომით დადეს შედეგი ფეხბურთში. ჩემი აზრით გუნდების ჩამოყალიბებას დრო ჭირდება, ხოლო ცეცაძის მსგავსი კომპეტენტური და შედეგის მომცემი მწვრთნელი ბევრი არ ვიცი.
პატივს ვცემ თქვენს ასაკს, მითხარით რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს მწვრთნელი? ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა "გამოაბუზურონ"?
თაზო
10:34 22-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული