იურაი იარაბეკი: ზაგრებში მივემგზავრები - ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენი მეტოქე...

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

"ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბიჭებს აქტიური პრესინგის თამაში ვთხოვე. პირველ ტაიმში 3 კარგი მომენტი გვქონდა, საიდანაც ერთის გამოყენება შევძელით. მეორე ტაიმშიც არ
ვუჩიოდით მომენტების ნაკლებობას, მაგრამ ეს ფეხბურთის კანონია - ვერ გაიტან, გაგიტანენ.

დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რომელმაც ეს შედეგი და შემდეგი ეტაპის საგზური მოიტანა.

მარცხენა ფლანგზე შპიჩიჩის ნაცვლად ჭელიძე დავაყენე და არა - თევზაძე. ველოდი "ალაშკერტისგან" მწვავე შეტევებს, ამიტომ ჭელიძე ვარჩიე, თევზაძეს კი აუცილებლად მიეცემა თავისი შანსი.

ვფიქრობ, ჩვენი პირველი ტაიმი ყველა ჩვენს გულშემატკიავრს მოეწონებოდა. ყველა თამაშში გვართებს კონცენტრაცია. დღეს ზაგრებში მივემგზავრები. ხვალ ზაგრების "დინამო" მართავს იქ თავის შეხვედრას და დავაკვირდები, დასკვნებს გამოვიტან, შევისწავლი მათ თამაშს...

ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენი მეტოქე. ის ხორვატიის ჩემპიონია, ისევე, როგორც ჩვენ  ჩვენი ქვეყნის - ორივე გუნდი ძლიერები ვართ. მათი ბიუჯეთი ძალიან დიდია, თუმცა ყველა თამაში იწყება ანგარიშ 0-0-დან და შანსები 50-50-ზეა. ფავორიტი მეტოქე გუნდი იქნება და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა იარაბეკმა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური სწორედ "დინამომ" მოიპოვა, სადაც საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის პოტენციური მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ესენი წაგებენ დინამო ზაგრებთან ესენ რო ტამასჰობენ იმას ტამაში ქვია ყველამ ისწავლა ტამაში ესენი ერტ ადგილას ბუქსაობენ სირცხვილია
lasha
13:05 20-07-2016
0
ყანა, გუშინდელი თამაშით ყანა, სად ნახეთ მეკარე (კაი 1 შეცდომით ნუ შევაფასებთ), მოაშორეთ ეს ჭანტურისშვილი და ......, დვალიშვილს წონაში დაკლება არ აწყენდა, ცოტა ივარჯიშეთ, რა ზაგრები, რის დინამო
შაკო
12:45 20-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული