ალექსანდრე ამისულაშვილი: საერთო ჯამში, იმედია გულშემატკივრები კმაყოფილები არიან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ერევნის "ალაშკერტის" ბარიერის გადალახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

"ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო. გასაგებია, რომ შეიძლებოდა მოგება და უფრო ხარისხიანი ფეხბურთის თამაში, თუმცა, მთავარია, დასახულ ამოცანას მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

პოტენციურ მეტოქე ზაგრების "დინამოს" თამაში ხვალ აქვს და ჯერ
არავინ იცის, ის იქნება თუ არა ჩვენი შემდეგი მეტოქე. თუ იქნება, უშანსოდ ნამდვილად არ ვიქნებით.

კი, მართალია, "დინამო" მთელი სეზონის მანძილზე ჩემპიონატში ყველა გუნდთან პირველ ნომრად თამაშობდა და ასე იყო "ალაშკერტთანაც", ზაგრების "დინამოსთან" კი, შესაძლოა, მეორე ნომრად მოგვიწიოს თამაში, თუმცა ნახევარი საქართველოს ეროვნულის ნაკრები ჩვენს გუნდში თამაშობს და ვიცით მეორე ნომრადაც თამაში.

ფავორიტი იქნება ზაგრების "დინამო" თუ შეგვხვდა, მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. მთავარია, მაქსიმუმს გავაკეთებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო გულშემატკივრებს აქ ჩამოსვლასა და ჩვენი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდამჭერა და მომავალშიც დიდი იმედი მექნება მათი. ჩვენ ფეხბურთს სწორედ მათვის ვთამაშობთ. იმედია, საერთო ჯამში შედეგით კმაყოფილები არიან! ", - განაცხადა ამისულაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვილითაია არ არის ძირიტადის ფეხბურთელი, აფერხებს შეტევის განვითარებას და თითქმის 100%-ან მომენტებს ფლანგავს.
რამო ბათუმი
12:12 20-07-2016
0
ყველა ერთ აზრზე არის, მეკარე გვჭირდებააააააა სასწრაფოდ და ცენტრ ფორვარდი.. უხ ვაწაზე და ლორია რას დახატავდა ამ გუნდს ან თუნდაც რევიშვილი...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული