ვახტანგ ჭანტურიშვილი: გულშემატკივრებს უკეთეს თამაშს ვპირდებით!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ერევნის "ალაშკერტის" ბარიერის გადალახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა.

- ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]

"შეგვეძლო ამ მატჩის მოგებაც, მაგრამ იყო გარკვეული მიზეზები, რის გამოც ვერ მოვახერხეთ ეს. გოლის გატანის შემდეგ ფსიქოლოგიურად მოვეშვით, მაგრამ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე ვართ.

ვინც არ უნდა შეგვხვდეს შემდეგ ეტაპზე, თუნდაც ეს
ზაგრების "დინამო" იყოს, უფრო მოტივირებულები ვიქნებით. გულშემატკივრებს უკეთეს თამაშს ვპირდებით!

არ აქვს მნიშვნელობა, პირველ თუ მეორე ნომრად ვითამაშებთ შემდგომ მეტოქესთან. მთავარია, იქაც დადებით შედეგს მივაღწიოთ. ბურთი მრგვალია და გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ჭანტურიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტქვენი დაპირების არავის ჯერე მიდი და დაიდზინე მოემზადე გაგსისრავენ ზაგრების დინამო ვეტახმები Guadua როდემდე უდა იყოტ ეგრე მრცხვენია ჩემი ყველამ ისწავლა ფეხბურტის ტამასჰი მოუწოდებ ქარტულ მეხბურტში უდა ჩაიდოს ფული რამე უდა გაკეტდეს 24 წლის ბიჩს უკვე ტქვენ რო ნგიყურებტ იფაქთ ნიშნები არ ცხვენიატ ტქვენი ტავს ბურთს რო ვერ იჩერთ ტქვენ რა უდა გაკეთოთ ზაგრების დინამოსტან გაუმარჯოს რაგბს კალათბურთს და ჯიდაობას
irakli
02:11 21-07-2016
0
დეიკარგეთ აქიდან თქვენი დაპირებებიანად,არ მოგძულენ ეს მუდამ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ? ასე როგორ უნდა დანარცხდეთ ხალხი რომ კეთებას გირჩევნიათ ბოდიშების მოხდა? ასე აპირებთ ცხოვრებას?
30 წუთზე მეტი ვერ ითამაშეთ,გაგსრიოსავენ ზაგრებსი დინამო, გაგსრისავენ უბრალოდ,ის ერთუ კლუბი ღირს ორჯერ მეტი ვიდრე მთელი საქართველოს უმაღლესი ლიგა...
Guadua
15:41 20-07-2016
0

სიახლეები პოპულარული