თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამო" იქნება.

ხორვატებმა მაკედონიური "ვარდარი" განმეორებით მატჩში 3:2, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი ანგარიშით 5:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 26 ივლისს, ზაგრებში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი საქართველოს დედაქალაქში - 2 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ყველაფერში მონდომება და თავდადებაა საჭირო,სხვანაირად წარმატებას ვერაფერში ვერ მიაღწევ. თუ დინამოელები პირველივე წუთიდან ირწმუნებენ, რომ ისინი არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან. ყოველ წუთს ემახსოვრებათ, რომ მათ მთელი საქართველო უყურებს და გულშემატკივრობს,ისინი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებან ხალხისგან, რომელიც ყველა ჯილდოზე და ფულზე დიდი საჩუქარია.ამისთვის ღირს ცხოვრება და თავგანწირვა.ამიტომ გთხოვთ ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო დაგვანახეთ,რა შეგიძლიათ და როგორ გიყვართ თქვენი ხალხი და ქვეყანა.ამის შანსი ცხოვრებაში ყველას არ ეძლევა. თქვენი დევიზი უნდა იყოს "ან სიკვდილი ან გამარჯვება" ვნახავთ, რომ სასწაულები ხდება. ალბათ მილიონიდან ერთი გულშემატკივარიც არ იტყოდა 2016 ევროზე პორტუგალიის გაჩემპიონებას,მაგრამ მოხდა. მჯერა თავს არ შეირცხვენთ, მჯერა თქვენი გამარჯვების. დაუმარცხებელი არავინაა.
ნიკა
12:55 21-07-2016
0
ამ ორი თამაშით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვარდარი უკეთესი გუნდია ვიდრე დინამო ზაგრები
გულშემატკივარი
12:15 21-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული