"დინამო" "დინამოს" წინააღმდეგ - რთულია, მაგრამ შესაძლებელი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ 3:2 მოუგო (პირველი თამაშიც მოგებული ჰქონდა, 2:1) მაკედონიის "ვარდარს" და გავიდა III საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ჩვენს "დინამოს" შეხვდება.

ზაგრების "მაქსიმირზე" მოვლენები დრამატულად განვითარდა. მაკედონიის ჩემპიონი ორჯერ იგებდა, თუმცა რუსმა არბიტრმა სერგეი ივანოვმა მასპინძელთა სასარგებლოდ ორი 11-მეტრიანი დანიშნა და ორივე - გოლად აქცია "იუვენტუსისთვის" გამზადებულმა მარკო პიაცამ. ერთი გოლიც მაჩადოს (ადრე ფრანგულ "ტულუზში" რომ თამაშობდა) ანგარიშზეა.

სხვათა შორის, თამაშს საქართველოს ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკიც დაესწრო...

საერთო ჯამში, ზაგრების "დინამო" მოწინააღმდეგეზე
უკეთესი იყო, თუმცა, რომ არა ორი პენალტი, რომელთაგან ერთი ძალზე საეჭვო იყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა. და ერთიც: თბილისის "დინამოსთან" პირველ მატჩს გამოტოვებს სლოვენიელი მცველი პეტარ სტოიანოვიჩი, ვინც გუშინ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

დინამო (4-2-3-1): იეზინა - სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, მატელი - მაჩადო, ანტოლიჩი - როგი (82. ფერნანდესი), სუდანი, პიაცა (86. პივარიჩი) - ჰოჯიჩი (70. ბენკოვიჩი).

უფრო ვრცლად გუშინდელ მატჩზე, კონკრეტულად კი, თბილისის "დინამოს" მეტოქეზე, ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.

ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
26 ივლისი
დინამო (ხორვატია)-დინამო (საქართველო)
რუსენბორგი (ნორვეგია)-აპოელ (კვიპროსი)
ასტანა (ყაზახეთი)-სელტიკი (შოტლანდია)
ტრენჩინი (სლოვაკეთი)-ლეგია (პოლონეთი)
პლზენი (ჩეხეთი)-ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
ბატე (ბელორუსი)-დანდალკი (ირლანდია)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-ცრ. ზვეზდა (სერბეთი)
პარტიზანი (ალბანეთი)-ზალცბურგი (ავსტრია)
აიაქსი (ჰოლანდია)-პაოკ (საბერძნეთი)
სპარტა (ჩეხეთი)-სტიაუა (რუმინეთი)
შახტარი (უკრაინა)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)
როსტოვი (რუსეთი)-ანდერლეხტი (ბელგია)

27 ივლისი
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-ბეერ შევა (ისრაელი)
ასტრა (რუმინეთი)-კოპენჰაგენი (დანია)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)-მონაკო (საფრანგეთი)

საპასუხო მატჩები 2 და 3 აგვისტოს გაიმართება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 50 /
ნეიტრალ თვითონ რა უსუსური::D:DD ხარ და შენი და ნააზრევი თუ პოზიცია რა დონის უსუსურობა გამოდის ხო ხვდები :)) რო მხოლოდ შებრალების გრძნობა არ გაუჩნდეს ადამიანს მისი ავტორის მიმართ :)) ალბათ ესეთი შთაბეჭდილება დატოვა მაგ შენმა ნააზრევებმაც ამ გვერდის ადმინის მიმართაც და უბრალოდ დაგვინდო ჩვენ მკითხველი :)))))არ ჩათვალა საჭიროდ რო ის უაზრობები ადამიანის თვალს წაეკითხა და მარტივად წაგიშალა ეხლა მაინც ხვდები ? :D:DD:D: თუმცა შენნაირი დაუნები როდისმე რამეს ხვდებიან? :D:D:DD:
Mandela
20:48 25-07-2016
0
კახელების ნახევარზე მეტი სომეხი
ან შაჰაბასის შტამომავალია და ნუ აყვებით ამ კახელის კომენტარებს
vazha
18:22 23-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული