ზლატკო კრანჩარი: ქართველებთან მატჩისთვის სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებულები

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა, ვინც ცნობილი ფეხბურთელის, ნიკო კრანჩარის მამაა, "ვარდართან" მოგებული შეხვედრის შემდეგ თბილისის "დინამოს" თაობაზეც ილაპარაკა:

"მართალია, ჩვენ რთულად დავძლიეთ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ მაინც კარგია, ყველაფერი ასე შესანიშნავად რომ დასრულდა. აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც დღეს დავუშვით...

ჩვენი წარმომადგენელი მარიან ვლაკი ერევანში ესწრებოდა თბილისის "დინამოს" მატჩს. ეს კვირა კიდევ წინაა და ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის თაობაზე გაცილებით მეტი გვეცოდინება...

თბილისის "დინამოს" ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ყოფილ საბჭოთა კავშირში ის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო.
ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე იყენებს 4-4-2 ტაქტიკურ სქემას. ჩვენ სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებულები ქართველებთან მატჩისთვის...

მარკო პიაცამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ვარდარის" დამარცხებაში და გვწყინს, რომ გვტოვებს, მაგრამ ასეთია სატრანსფერო ბაზრის თავისებურებანი. მინდა, მას მხოლოდ წარმატებები ვუსურვო", - თქვა კრანჩარმა, რომელიც 2004-06 წლებში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული