ზაგრები-დინამოს მატჩს შოტლანდიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება

AutoSharing Option
თბილსის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შოტლანდიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 37 წლის ბობი მადენი იქნება. მადენს ასისტენტობას - დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე არბიტრის მოვალეობას სტივენ მაქლინი შეასრულებს.

უეფას დელეგატი, ბულგარელი ანდრეი მედინცევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია იოზეფ მარკო სლოვაკეთიდან.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ზაგრებში 26 ივლისს მაქსიმირის სტადიონზე გაიმართება.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბობი მადენმა 14 მაისს იმსაჯა, შოტლანდიის პრემიერშიფში გამართული კილმარნოკი 2:4 დანდი იუნათედია, სადაც არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.

თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა მადენის განსჯილი მატჩების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

უეფა ევროპა ლიგა - 18 თამაში / 62 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
უეფა ჩემპიონთა ლიგა - 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-17 ჩემპიონატი - 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-19 ჩემპიონატი - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა U-21 ჩემპიონატი - 3 თამაში / 12 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
უეფა ევრო საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული