ზესტაფონი ხვალ გაფრინდება

AutoSharing Option
თავდაპირველი ინფორმაციით, "ზესტაფონი" სლოვაკეთში დღეს 3-ის ნახევარზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ კლუბმა ევროპის ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩზე გამგზავრება დღეისთვის გადადო. ჩარტერული რეისით "ზესტაფონი" ხვალ, დილის 10 საათზე გაფრინდება.


გამგზავრების თარიღის შეცვლა კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ "ზესტაფონმა" ბანსკა ბისტრიცამდე უფრო კომფორტულად ჩააღწიოს. საქმე ისაა, რომ თავიდან იმერული კლუბის ჩაფრენა ქალაქ პოპრადში იყო დაგეგმილი, საიდანაც ბანსკა ბისტრიცამდე ავტობუსით ორ საათამდე მგზავრობა იყო საჭირო. დღეს კი "ზესტაფონი" ჩარტერული რეისით დანიშნულების ადგილიდან 14 კილომეტრით დაშორებულ სლიაჩში ჩავა.

დღეს გია გეგუჩაძის გუნდმა, რომელიც ბოლო დღეებში

თბილისშია დაბინავებული, საგურამოში ივარჯიშა. დღეს "ზესტაფონი" ბანსკა ბისტრიცაში იქაური დროით 12 საათზე იქნება. გუნდი სასტუმრო "დიქსონში" დაბინავდება და საღამოს "დუკლას" 10-ათასიან სტადიონ "სპნ-სთედიუმზე" ჩაატარებს ვარჯიშს. "დუკლა"-"ზესტაფონის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მას სერბი დრაგომირ სტანკოვიჩი განსჯის.

"ზესტაფონი" სლოვაკეთში 20 ფეხბურთელით გაემგზავრება. დისკვალიფიცირებული მურთაზ დაუშვილის გამოკლებით, გუნდი "დუკლასთან" განმეორებით მატჩზე საუკეთესო შემადგენლობით ჩავა, ასე რომ, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს ძირითადი თერთმეტეულის შერჩევისას მდიდარი არჩევანი აქვს.

ბანსკა ბისტრიცაში შემდეგი მოთამაშეები წავლენ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, კარენ მაკარიანი;

ნახევარმცველები: ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე, კახა ალადაშვილი;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული