ახლა გამაყუჩებელიც აღარ მშველოდა - "დინამო" ზაგრებში გიორგი ქვილითაიას გარეშე წავიდა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს", ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამოსთან", ფორვარდი გიორგი ქვილითაია ვერ დაეხმარება. საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გუნდს ხორვატიაში ტრავმის გამო ვერ გაჰყვა.

- დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!

თბილისში იძულებით დარჩენილმა ფორვარდმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"საზარდულის ტრავმაა. "ალაშკერტთან" პირველი მატჩის დასრულებიდან მეორე დღესვე ვიგრძენი ტკივილი.  ერევანში გასამართი მატჩისთვის ტკივილგამაყუჩებლებით მოვემზადე. ის თამაში სწორედ ნემსებით ჩავატარე...

მაგრამ ახლა უკვე ტკივილგამაყუჩებელი და ნემსები აღარ მშველოდა, ამიტომაც ვეღარ შევძელი გუნდთან ერთად ზაგრებში გამგზავრება.

ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 5 დღე უნდა და საპასუხო მატჩისთვის, დიდი ალბათობით, მზად ვიქნები", - გვითხრა ქვილითაიამ.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ დართეს ნება ექიმებმა რომ ეთამაშა ერევანში? იმიტომ რომ არაპროფესიონალურად მოიქცა დინამოს სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბი. და კიდევ იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის პრეტენზიის მქონე გუნდს სასაცილოდ მოკლე სათადარიგო სკამი ყავს. შთაბეჭდილება რჩება რომ დინამოს მენეჯმენტში არაპროფესიონალები იღებენ გადაწყვეტილებებს.
ლუკა
17:19 26-07-2016
0
და რატომ რა დააშავა??? რა გინდა კაცი სამსახურს ეძებს
zangura-s
15:54 26-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული