19 წლის ჩორიჩი: თბილისის "დინამო" სერიოზული გუნდია!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ზაგრების "დინამოს" მთავარმა 19 წლის ნახევარმცველმა ანტე ჩორიჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ თბილისის "დინამოს" ორბურთიანი სხვაობით სძლია, ჩორიჩმა კი "დინამოს" მეორე გოლი გაუტანა.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"მატჩის დასაწყისში ნამდვილ "დინამოს" არ ვგავდით, სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე გამოვასწორეთ.

თბილისის "დინამო" სერიოზული და კარგად ორგანიზებული გუნდია. მათ ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა შეცდომებიც დაუშვეს, რითაც ვისარგებლეთ.

კარგი
მატჩი იყო, კარგი უპირატესობაც გვაქვს, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. თბილისში რთული მატჩი გველის", - ციტირებს ჩორიჩს dnevnik.hr.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯერ ისევ სწავლის პროცესშია! სერიოზულ გუნდებს მერე გაიგებს რომელია ევროპულ ტოპ ლიგაში რომ გაიყიდება!
realoba
05:00 27-07-2016
0
ეს არის ცოცხალი მაგალითი თუ როგორ ვითარდება ახალგაზრდა პრესპექტიული მოთამაშე, და ასევე მაგალითი პაპუნაშვილი თუ როგორ არ უნდა განვითარდეს ახლაგაზრდა პრესპექტიული ფეხბურთელი. 2 წლის წინ ალბათ ერთი დონის იყვნენ პაპუნაშვილი უფრო მეტი თუ არა და დღეს განსხვავება სახეზეა. ამას რომელიმე ტოპ გუნდი იყიიდის მინიმუმ 20 მილიონ ევროდ და პაპუნაშვილი ბრემენის ვერდერის სარეზერვო გუნდის ძირიდადში მოხვედრაზე ქონდა პრობლემა და იქიდან რა ფორმითაც დაბრუნდა ყველა ხედავთ, ნუ გელაშვილი ცალკე თემაა, წადი ბიძია ტყეში შეშა მოჭერი ტყის კაცს კი გავხარ
ravici
09:46 27-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული