Vecernji list: თამაშის ხარისხთან შედარებით ანგარიში ნამდვილი ჯეკპოტია

AutoSharing Option
ხორვატიულმა გაზეთმა Vecernji list-მა 26 ივლისის მატჩს ზაგრებისა და თბილისის "დინამოებს" შორის (2:0) ასეთი შეფასება მისცა:

"პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ზაგრების "დინამოს" თამაში სავსე იყო შეცდომებით. როგორც ჩანს, ჩვენმა ფეხბურთელებმა სათანადოდ არ შეაფასეს თბილისელები და მათ გარკვეული დრო დასჭირდათ სიტუაციის გამოსასწორებლად.

საბედნიეროდ, შეცდომების გამო არავის დავუსჯივართ. აი, ზაგრების "დინამოს" პირველივე შანსები გოლებად იქცა. ეს ანგარიში ნამდვილი ჯეკპოტია ჩვენი გუნდისთვის, თამაშის ხარისხთან მიმართებაში".

გაზეთი არ მიიჩნევს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია: "საპასუხო მატჩი ცხელ თბილისში უაღრესად მძიმე იქნება. "დინამოს" ამოცანა კი ასეთია,
რაც შეიძლება მალე გაიტანოს სტუმრად გოლი, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე და თბილისელთა გუნდიც მოიშლება.

ხორვატიული გუნდი უფრო გამოცდილი და უკეთესია და მან, წესით, არ უნდა გაანიავოს 2:0 უპირატესობა. მაგრამ ვეთანხმებით მწვრთნელ კრანჩარს, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - წერს გაზეთი.

ხორვატიული გაზეთი ამტკიცებს, რომ შედეგი არა ქართული გუნდის მომენტურმა გათიშვამ მოიტანა, არამედ 19 წლის ანტე ჩორიჩის გენიამ: "ანტე ჩორიჩის მიერ შემოთავაზებულმა გენიალურმა სამმა წუთმა "მაქსიმირზე" ჩვენი წარმატება უზრუნველყო.

კრანჩარი ამბობს, რომ "დინამოს" ჩორიჩის ირგვლივ აწყობს და მართლაც, მან ჯერ სუდანის საგოლე პასი მისცა, შემდეგ თავად გაიტანა. მეორე ტაიმში კი ბრაზილიელ რენეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა და ამით მაყურებელი გოლსა და საგოლე პასზე მეტად აღაფრთოვანა. ეს იყო ჩორიჩის 180-წამიანი ბლიც-კრიგი".

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაში თბილისში უნდა დაწყებულიყო 6 ან 7 საათზე. სიცხეში ხორვატებს ძალიან გაუჭირდებოდათ.
pele
10:24 28-07-2016
0
ხორვატები ძალზედ თვითდაჯერებულები არიან და ეს კარგია. თბილისში, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც უნდა გავტეხოთ. დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებს. პირველი ბურთი რომც მივიღოთ, არ ჩამოყაროთ ყურები. ფეხბურთელებო, თამაშის წინ ნახშირწყლები (სპაგეტი) და ცხიმები (კარაქიანი პური) მიიღეთ მატჩის დაწყებამდე 1 სთ-ით ადრე, ხორცპროდუქტები არ შეიძლება. ელექტროლიტები მიახმარეთ. მსუბუქად იქნებით და ალმოდებულებივით ირბენთ. შემდეგ ეტაპზე უნდა გახვიდეთ. ეს გამარჯვება, ჩვენ უფრო გვჭირდება. წარმატებები ბიჭებო! კარგები ხართ, თქვენ გენაცვალეთ!
Zaratustra ქუთაისიდან
10:05 28-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული