დინამო-ზაგრების მატჩის ბილეთების გაყიდვა 30 ივლისიდან დაიწყება

AutoSharing Option
2 აგვისტოს, 21.00 საათზე "დინამო არენაზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი გაიმართება.

თბილისის "დინამო" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, სამშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი
სქაი ბოქსის ბილეთები: 25 ლარი

გულშემატკივარს ბილეთის ელექტროვერსიის ყიდვა ვებგვერდ biletebi.ge-ც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ზაგრებში მაპსინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ ერჩივნათ სტადიონზე ანშლაგი ყოფილიყო ახლა ნაკლები ხალხი იქნება.
0
წინა თამაშის მიხედვით 5 ლარიან თამაშზე მეტს არ ველი, მაგაზე მეტის გადახდა უკვე ზარალია (უფრო სწორად არ ეკუთვნით!) ითამაშეთ და მოვალ და 50 ლარსაც გადავიხდი. ითამაშეთ !!!
დავით 13
09:39 29-07-2016
0

სიახლეები პოპულარული