დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე "დინამოს" ევროთასებზე გასამართი მე-100 მატჩის მთავარი მსაჯი 35 წლის მიროსლავ ზელინკა იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას ონდრეი პელიკანი და იან პატაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს პაველ იულინეკი შეასრულებს. უეფას დელეგატი ავსტრიელი მიხაელ ზორატი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - ჰაიმ იაკოვი ისრაელიდან.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მიროსლავ ზელინკამ იმსაჯა, 1-ელ ივნისს გამართული ამხანაგური მატჩი პოლონეთი 1:2 ჰოლანდიაა. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა
"დინამოს" პრესსამსახურის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის მიროსლავ ზელინკას მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
მიროსლავ ზელინკა (35 წლის)
უეფა ევროპა ლიგა - 18 თამაში / 86 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი;
უეფა ჩემპიონთა ლიგა - 2 თამაში / 8 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი;
ამხანაგური მატჩები - 6 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი;
უეფა U-17 ჩემპიონატი - 2 თამაში / 8 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი;
უეფა U-19 ჩემპიონატი - 6 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი;
უეფა U-21 ჩემპიონატი - 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი;
უეფა ევრო საკვალიფიკაციო - 3 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი;
ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი.
fcdinamo.ge