"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე, ზაგრების "დინამომ" ხორვატიის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ქულები დაკარგა. დინამოელებმა "სლავენთან" ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

მატჩის შემდგომ გუნდის სპორტულმა დირექტორმა მარიან ვლაკმა თამაშის ხარისხი დაიწუნა და გუნდში არსებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი.

- "სლავენის წინააღმდეგ ასეთი ცუდი თამაში, ცხადია, საგანგაშოა. მართალია, თბილისის "დინამოსთან" ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ასეთი თამაშით საქართველოში ძალიან გაგვიჭირდება. გონს დროზე უნდა მოვეგოთ, ერთმანეთს ვუბიძგოთ, გამოვფხიზლდეთ და ჩვენი თამაში დავიწყოთ.

- რაში მდგომარეობს გუნდის მთავარი პრობლემა?
- არ მსურს
კონკრეტული მიზეზების დასახელება, მაგრამ ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ დღეს გუნდი ცუდად გამოიყურება. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და შეთამაშებისთვის დრო უნდათ...

დღეს არ ვართ ძლიერი გუნდი და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა! ჩვენს რეალურ დონესთან ახლოსაც კი არ ვიმყოფებით. ამ ფებხურთელებს მეტი შეუძლიათ.

- მოდით, თბილისის "დინამოს" დავუბრუნდეთ. პირველი მატჩის შემდეგ, თქვენ და მთავარმა მწვრთნელმა განაცხადეთ, რომ ქართველებით გაკვირვებულნი დარჩით. რით გაგაოცეს?
- იმაზე ბევრად შემტევი ფეხბურთი ითამაშეს, ვიდრე წარმოგვედგინა. მათ გიორგი ქვილითაია არ ჰყავდათ, რომელიც დასკვნით ფაზაში დააკლდათ. წინა სეზონში მან 24 გოლი გაიტანა, მაგრამ ეტყობა, მათმა მწვრთნელმა იფიქრა, რომ აქ ის კი არა, სხვა რამ იყო საჭირო და მის ნაცვლად დამატებით კიდევ ერთი ნახევარმცველი დააყენა. პირველ 30 წუთში მართლაც კარგად გამოიყურებოდნენ, მერე კი უპირატესობა ჩვენ მხარეს გადმოვიდა.

დარწმუნებული ვარ, თბილისში ქვილითაიას დააყენებს მწვრთნელი ძირითადში და მასთან ერთად მეტოქე უფრო სახიფათო გახდება. მათ აქცენტი ამჯერად საჰაერო ორთაბრძოლებზე ექნებათ, ეს კი სახიფათოა.

- და რა შეგვიძლია დავუპირისიროთ ჩვენ?
- ბევრად უკეთესები უნდა ვიყოთ! პირველ მატჩში "დინამოსთან" ბევრი დადებითი რამ გამოჩნდა. მაგალითად ის, რომ კონტრშეტევაზე 4-5 ფეხბურთელით სწრაფად გადადიოდა, მაგრამ დასკვნით ფაზაში გვიჭირდა. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

- პირველ მატჩში აგრესიულობის ნაკლელობაც ეტყობოდა გუნდს...
- კი, მართალი ხართ. ამას თბილისში აუცილებლად გამოვასწორებთ. 2:0 უპირატესობით ჩავდივართ და სიფრთხილე გვმართებს - არსად გვეჩქარება. საჩქარო მათ აქვთ და ცხადია, შეგვიტევენ, ზონებიც გაიხსნება, რითაც უნდა ვისარგებლოთ და გოლი გავიტანოთ. თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი რა რაგადროს დინამოა მაგატმა ტამაწი კიარა პასაც ვეგარ აკეტებენ ეს უბედურები.
beso.
21:57 31-07-2016
0
ველევს რატომ არ ატამაშებს ვერ გავიგე ერტადერტი კაწი რომელიწ აზრზეა
შოთა გუგეშაშვილი
17:12 31-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული