"ზაგრების" კაპიტანი: იმედია, თბილისში სიურპრიზებს თავიდან ავირიდებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ზაგრების "დინამო" თბილისში გუშინ ჩამოვიდა.

ხორვატიული კლუბის ოფიციალური საიტი გუნდის კაპიტნის, დომაგოი ანტოლიჩის კომენტარს აქვეყნებს.

"თბილისში ძალიან კარგი უპირატესობით ჩავდივართ, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს - ამ ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს.

ვიცით, რომ კარგ ფორმაში არ ვიმყოფებით და გასაუმჯობესებელი გვაქვს თამაში. დიდი იმედი მაქვს, ამას უკვე საქართველოში ვიზამთ. ვიმედოვნებ, სიურპრიზებს თავიდან ავირიდებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ", - განაცხადა კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისურ და ზაგრულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ხვალ, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე"
21:00 საათზე დაიწყება. პირველ მატჩში ხორვატიულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:0 იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული