"ზაგრების" მწვრთნელი: ხომ ხედავთ, თბილისში მშვიდად ჩავდივარ - სანერვიულო არაფერი მაქვს

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა გუშინ, თბილისში გამგზავრებამდე, ხორვატ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს თბილისის "დინამოსთან" გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ხორვატიაში ზაგრების "დინამოს" სასარგებლოდ დასრულდა - 2:0.

"მზად ვართ და მოტივირებულნი ჩავდივართ თბილისში. ხომ ხედავთ, მშვიდად მივემგზავრები... სანერვიულო არაფერია, შედეგი მამშვიდებს, თბილისში კი 40 000 გულშემატკივრის დასწრება ჩვენთვისაც მოტივაცია იქნება.

შემდეგ მეტოქეზე მაშინ ვიფიქრებ, როცა თბილისელებს გავცდებით. ნებისმიერი გუნდის ბარიერის დაძლევა შეგვიძლია.

თბილისში ტრავმის
გამო არ მოდის პაულო მაჩადო - მას მუხლი აწუხებს და ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მივდივართ სტადიონზე,დანარჩენს იქ ვნახავთ
qutaisi
17:06 01-08-2016
0
ყველანი სტადიონზე
duvaio
16:49 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული