ზლატკო კრანჩარი: "დინამოს" შეცდომებს დაველოდებით, არსად გვეჩქარება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე, ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა დღეს, 1 აგვისტოს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს ზაგრების "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"კარგი თამაშის ჩვენებას ვგეგმავთ. 2:0 გვაქვს მოგებული, მაგრამ მატჩს 0:0-დან დავიწყებთ. მეტოქე კარგი გუნდია, ველოდებით რთულ მატჩს, გულშემატკივარი საკმაო რაოდენობით მოვა, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

თბილისურმა გუნდმა პირველ მატჩში საკმაოდ კარგად
წარმოაჩინა თავი. 2:0 ჩვენ გვაძლევს უპირატესობას, ამიტომ სწრაფ გოლზე თამაშის აწყობას არ ვაპირებთ. მეტოქის შეცდომებს დაველოდებით. ტაქტიკურ სქემებს ხვალ მოედანზე თავად იხილავთ. ჩვენი გუნდი მთლიანად არის მომზადებული ხვალინდელი თამაშისთვის.

ხორვატიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოგება გვინდოდა, მაგრამ ცვლილებებიც გვქონდა, რამაც ცუდი თამაში გამოიწვია. რამდენიმე ფეხბურთელი ხვალინდელი მატჩისთვის დავასვენეთ, რადგან ხვალ "დინამოსთან" მთავარი მიზანი გამარჯვებაა", - განაცხადა კრანჩარმა.

პრესკონფერენციას ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი იოსიპ პივარიჩიც დაესწრო, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს. მათ დაგვანახეს პირველ შეხვედრაში თავიანთი ძალა. რთული მატჩი გველის, მაგრამ უპირატესობა გვაქვს. ყველაფერს ვიზამთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად", - განაცხადა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული