დინამო-ზაგრები: თამაშამდე 1 დღით ადრე 8 000-მდე ბილეთია გაყიდული

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების რაოდენობა ამ წუთისთვის დაახლოებით 8 000-ს შეადგენს.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თბილისური კლუბის პრესსამსახურმა აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართულ და ხორვატულ გუნდებს შორის "დინამო არენაზე" ხვალ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს. "დინამო არენას" სალაროებში ბილეთები ხვალ დილის 11:00 საათიდან მთელი დღის მანძილზე გაიყიდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხს მემგონი კომუნიზმში მოეატრა დაბრუნება უფასოდ უნდათ ყველაფერი და თან მადა დიდი აქვთ. წავიდა ის დრო 30 კაპიკიანი ბილეთი აღარ იქნება უნდა შევაგუოთ ამას თუ გვინდა კაპიტალიზმი.
kika
16:51 02-08-2016
0
აბა მოსულა დღეს 14700 და ეგაა...
უშველის კი ეს დინამოს?
jarji21
13:15 02-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული