ის ამჟამად "დინამო ზაგრების" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელია. ხორვატმა სპეციალისტმა პირველ აგვისტოს თბილისის "დინამოს" აკადემია მოინახულა და აღფრთოვანება ვერ დამალა ნანახით.
- სუპერ... ევროპა!!! - ასეთი შეძახილით გამოხატა ივო შუშაკმა თავისი ემოცია.
- "დინამოს" აკადემია სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. მსგავსი ინფრასტრუქტურის ბავშვთა საფეხბურთო ცენტრებს არათუ ხორვატიაში, მერწმუნეთ, ბევრი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის კლუბები ინატრებდნენ.
ძალიან კარგია, რომ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან