დინამო-ზაგრები: თამაშამდე საათნახევრით ადრე გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების რაოდენობამ თამაშამდე საათნახევრით ადრე 30 000-ს გადააჭარბა.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "დინამო არენას" სალაროებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართულ და ხორვატიულ გუნდებს შორის "დინამო არენაზე" დღეს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს. ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული