"დინამომ" ზაგრების ბარიერი ვერ გადალახა და ევროპის ლიგის პლეი-ოფშია

AutoSharing Option
დღეს, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, თბილისის "დინამომ" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა.

მატჩი ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მატჩის მე-8 წუთზე მარკო როგია, რომელმაც "დინამოს" კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით აიღო. ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში, ხორვატიულმა გუნდმა ანგარიშით 3:0 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია.

თბილისის "დინამოსთვის" კი ამ მარცხით ევროასპარეზი არ სრულდება. თბილისელები თავიანთ მეტოქეს უკვე ევროპის ლიგის პლეი-ოფში დაელოდებიან. აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა პარასკევს, 5 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ხოდა მსაჯებით რო იგებენ იმიტომაც თამაშობენ მაგრად კარში ვერ ურტკავენ აცკობს ეგეთი ხალხი ალბათ ფიფიას და იმიტომაც კავს გუნდში აბა პატიოსან მშრომელ კაცს რა უნდა მანდ იმიტომაც არ აქვთ შედეგი
kote
11:45 03-08-2016
0
roma,
არასამართლიანი ხარ! ფიფია არ არის კოკაია, ან სხვების მსგავსი, ის უკეთესია. ფიფიამ ძალიან ბევრი გააკეთა დინამოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის. ამას თავად ფეხბურთელები და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ. მაგალითად ივო შუშაკი. და ეს მაშინ როცა ჩემპიონატში დინამოს თამაშებს 200 კაცზე მეტი არ ესწრება საშუალოდ. თუნდაც კოკაია ავიღოთ, კოკაიას დროს ზესტაფონი გაცილებით ძლიერი გუნდი იყო ფაქტია, და ეს კოკაიას დამსახურება იყო. და რა არის იმაში უარყოფითი რომ ქართული გუნდები სახელმწიფო პროგრამიდან მიიღებენ დახმარებას? აბა ჰაერით იკვებონ? თუ თამაშებზე მაყურებელი არ მოვიდა და ბილეთი ან სხვა პროდუქტი არ შეიძინა, თუ რეკლამა არ გაიყიდა, თუ სპონსორი არ დააფინანსებს, როგორ უნდა იარსებოს გუნდმა?
ქართველი გულშემატკივარი ყველა ვინც დინამოს გვერდში დაუდგა ამ თავსხმა წვიმაში იმსახურებს მადლობას. ეს საქმე, ქართული ფეხბრურთის ფეხზე დაყენება, არ გამოვა ერთი ან ორი კაცის ჯიბიდან დახარჯული ფულით, ან მხოლოდ გულშემატკივარის იშვიათი მხარდაჭერით სტადიონზე. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ სტაბილურად, და გავაკეთოთ ეროვნულ ჩემპიონატში უპირველესყოვლისა იმათმა ვისაც გული შეგვტკივა ქართულ ფეხბურთზე. გუნდს იმიტომ კი არ გულშემატკივრობ რომ წინასწარ იცი შედეგი, არამედ იმიტომ რომ შედეგის მიღწევაში თანადგომა გამოუხატო და თანამომაწილე იყო წარმატებით მიღებული სიამოვნების, ან დამარცხებით გამოწვეული ტკივილის.

გივია-ს
ვეთანხმები რომ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებენ ბიჭები. ალბათ ამდენი კარს აცილებული ბურთი მხოლოდ მათი გამოუცდელობის ბრალი არ იყო. ზოგადად ფეხბურთელის განათლების დონე არის მისახედი. მაღალ საფეხბურთო ინტელექტს ხშირად სპორტსმენის განათლება განაპირობებს.

იურაი იარაბეკი არ არის ცუდი მწვრთნელი, და ის რომ უამრავი შანსი ქონდა დინამოს მწვრთნელის დამსახურება არის. მეორე საკითხია ის რომ ვერ ვიყენებთ შანსებს. ეს ალაშკერტთანაც გამოჩნდა, მითუმეტეს ზაგრებთან.
წარმატებას ვუსურვებ დინამოს ევროპა ლიგაზე. იმედია გულშემატკივარი გვერდში დაუდგება საკუთარ გუნდს ისე როგორც ზაგრებთან და ალაშკერტთან დაუდგა.
ლუკა
11:34 03-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული