"დინამომ" ზაგრების ბარიერი ვერ გადალახა და ევროპის ლიგის პლეი-ოფშია

AutoSharing Option
დღეს, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, თბილისის "დინამომ" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა.

მატჩი ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მატჩის მე-8 წუთზე მარკო როგია, რომელმაც "დინამოს" კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით აიღო. ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში, ხორვატიულმა გუნდმა ანგარიშით 3:0 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია.

თბილისის "დინამოსთვის" კი ამ მარცხით ევროასპარეზი არ სრულდება. თბილისელები თავიანთ მეტოქეს უკვე ევროპის ლიგის პლეი-ოფში დაელოდებიან. აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა პარასკევს, 5 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ნუთუ მიზეზებს ერ ხვდებით და გამოსავალს რომ ქართული გუნდი(რომელიმე) ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე როგორ უნდა მოხვდეს?
სანდრო
23:41 02-08-2016
0
დინამო არის ამ ფეხმურტელების ხელში ......
jano
23:57 02-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული