მატჩი ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მატჩის მე-8 წუთზე მარკო როგია, რომელმაც "დინამოს" კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით აიღო. ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში, ხორვატიულმა გუნდმა ანგარიშით 3:0 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია.
თბილისის "დინამოსთვის" კი ამ მარცხით ევროასპარეზი არ სრულდება. თბილისელები თავიანთ მეტოქეს უკვე ევროპის ლიგის პლეი-ოფში დაელოდებიან. აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა პარასკევს, 5 აგვისტოს გაიმართება.