"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფან-კლუბი "ელიტა - დინამო თბილისი" 2 აგვისტოს "დინამო არენაზე" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფან-კლუბმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფეხბურთელებთან მომხდარი შელაპარაკების შესახებ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სხვადასხვა გვერდზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩვენსა და "დინამოს" ფეხბურთელებს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ ვიდეოებზე კომენტარები კი ყოველგვარ რეალობას სცილდება და მარაზმში გადადის. "დინამო ზაგრებთან" წაგება არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ პირველ მატჩში, ზაგრებში, "ელიტის" ორი წევრი იყო ჩასული. ბიჭებმა საზაფხულო დანაზოგები დახარჯეს, ბოლო თეთრები გაიმეტეს და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ძალიან გრძელი
გზა გაიარეს. მატჩის შემდეგ კი სტუმართა სექტორზე, სადაც "ელიტის" წევრები იდგნენ ბანერებით, ჭანტურიშვილის გარდა, არავინ მივიდა. იგივე სიტუაცია მეორდებოდა დღეს "დინამოს" სტადიონზეც. 3-4 კაცი მოვიდა ჩვენს სექტორთან ახლოს. დანარჩენები კი გასახდელში გარბოდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოსულიყო სექტორთან. მათი მოსვლის შემდეგ კი მარტივად ავუხსენით ზაგრებში მომხდარი სიტუაცია. ჭანტურიშვილმა ჩვენი პატივისცემის ნიშნად ერთ-ერთი ფირმის მაისური მიიღო საჩუქრად. ''თქვენ არ ხართ დინამო'' კი მხოლოდ ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იწყინა და ჩვენ ამას ვაფასებთ. იმედია, შეცდომას გამოასწორებენ და "დინამოს" პრესტიჟს დაიცავენ.

p.s. შელაპარაკების დროს, როგორც შემდეგ გავიგეთ, იყო პირადული შეურაცხყოფა ფეხბურთელების მიმართ, რამდენიმე "მალალეტკის" მხრიდან. ისინი პანღურებით აორთქლდნენ ტრიბუნიდან და ვეღარასდროს დადგებიან ჩვენ გვერდით.

ასე რომ, შეეშვით ამ უაზრო კომენტარებს და ეროვნულ ჩემპიონატზე დაიწყეთ სიარული. გაგიკვირდებათ და ჩვენ იმ დროსაც იქ ვართ".

იხილეთ ფან-კლუბ "ელიტის" მიერ გავრცელებული ვიდეო
Sportall.Ge

- "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს ფანების ნაწილთან შელაპარაკება მოუვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 26 /
მართლები არიან ეს ბიჭები. განა რას ითხოვენ, საათნახევარი გაუჩერებლად რომ გგულშემატკივრობს ფანკლუბი, მთელი გუნდი ვალდებულია მივიდეს ფანკლუბის სექტორთან და მადლობა გადაუხადოს. პირველ რიგში ამას მწვრთნელი და კაპიტანი უნდა აკეთებდნენ. იარაბეკი ეტყობა ვერ ხვდება ან ჰკიდია ეგ ამბავი. მაშინ ფიფიამ უნდა დაავალოს.
ფანკლუბის ბიჭებო ვიზიარებ თქვენს პროტესტს.. წინ დინამო თბილისი!!
Georgian
04 აგვისტო 2016 13:32
0
"დინამო" საუკეთესო წლებშიც კი, როდესაც ფეხბურთის მატჩი დღესასწაული იყო, ყველა არაზუსტი პასის ან კარისთვის აცილებული ბურთის ან წაგებული ორთაბრძოლის შემთხვევაში სტადიონზე, პროტესტის ნიშნად, ისეთი სტვენა ატყდებოდა, რომ შეცდომის დამშვები ფეხბურთელი მაშინვე ცდილობდა შეცდომის გამოსწორებას. "ამათაც" ვაგრძნობინოთ შეცდომას რომ უშვებენ და თავისი შეცდომის გამოსწორება ვაიძულოთ!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
04 აგვისტო 2016 09:52
0
ამათი პრეტენზიები გასაგებია ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ მაგ ლოგიკით მეც მაქვს მაშინ პრეტენზია. მე არ ვარ ფანკლუბის წევრი (გამოვედი მაგ ასაკიდან), მაგრამ ვესწრები დინამოს ყველა თამაშს. სხვაც ბევრია ალბათ ჩემნაირი. მაშინ გამოდის, რომ ყველა თამაშზე, წააგებს თუ მოიგებს, ფეხბურთელებმა წრე უნდა ურტყან სტადიონს (ფინალში გამარჯვებულივით, როცა დამარცხდა)? სხვა საკითხია, როცა გუნდი გასვლაზე თამაშობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაშინ კი ბატონო, ყველა ვარიანტში უნდა მივიდნენ ფეხბურთელები და მადლობა მოუხადონ ფანებს. ესაა ნაღდი და არა ის, რასაც ეს ბიჭები ითხოვენ, მითუმეტეს წაგებული თამაშის შემდეგ და თან სახლში.
buba
04 აგვისტო 2016 09:39
0
თბილისის დინამოს კრიზისი 1981 წლის შემდეგ მოდის,დიდი გამარჯვების შემდეგ 35 წელიწადია დაღმა ეშვება კი არა და,დანარცხებულია და ვერ დგება.ბევრს ცდილობს რომან ფიფია,მენეჯმენტიც ბევრჯერ ცვალა,მწვრთნელიც,ფეხბურთელები ხომ აურაცხელი რაოდენობით,მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა,რომ მთელი ეს კრებული იყო და დღესაც არის არათანამედროვე, მე-2 ხარისხოვანი-ბალასტი.ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გია გეგუჩაძე,რომელიც ქართულ უაზრო საფეხბურთო პოლიტიკას შეეწირა.ალბათ თბილისის დინამომ უნდა სთხოვოს სხვა განვითარებულ საფეხბურთო ქვეყანას ,რომ მათ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა,სხვა განვითარების გზა არ სჩანს.
vaxvax
04 აგვისტო 2016 08:13
0
ერთიმდინამოა ფეხფურთის ელიტა და მეორე თქვენ ფანკლუბების .ებრვიან თურმე ერთმანეთს ესენი და გლადიატორები. 2 კაცი იყო თურმე ზაგრებში და როგორ ვერ შეამჩნიეს და არ მიეახლნენ - მაგისთვის იყვნენ წასულები?თქვენ არც ფეხბურთი და არც დინამო არ გიყვართ თორემ ასე არ მოიქცეოდით და 2 ფანკლუბი ერთი გუნდისთვის რას ნიშნავს საერთოდ? ჯერ ეგ თქვენი მალალეტკები გააკონტროლეთ და მერე აკეთეთ განცხადებები
ელიტა არა კიდევ
04 აგვისტო 2016 07:12
0
ამ სიტუაციაში ეს ბიჭები 100%-იანებია. ამოგვივიდა ყელსჰი ამათი უსუსურობა!!!ფეხბურთის თამაშის მეტს ყველაფერს აკეთებენ!!!
moqalaqe
04 აგვისტო 2016 01:31
0
ვინც თვლით რომ ეს ბიჭები არასწორები არიან და ფეხბურთელებს ამართლებთ , არანაირი ადამიანური და კაცური არაა თქვენში ! ყოჩაღ ბიჭებს , მეტის ღირსები არიან ეს ფულის ხამები !
ნიკა
04 აგვისტო 2016 00:48
0
ბულდოგებით და რამორდნიკებით... კასტეტებით და დანებით... ამათთის ფეხბურთი რა შუაშია?
გია
03 აგვისტო 2016 17:46
0
თუ ფეხბურთელობის პრეტენზია აქვთ, ფეხბურთი ითამაშონ, თუ არა და გაიხადონ ფორმები და მერე იძველბიჭონ, ძველბიჭობაც არ ესმით რა არის! რაც მეტ პასუხს დააბრუნებენ და თავიანთი ვიწრო ჭკუით "აბაროტის" ქვეშ არ დარჩებიან, ის ჰგონიათ ვაჟკაცობა. შვილოოოოო! ვაჟკაცობა ისიც არის რომ შეცდომის და შენი დანაშაულის აღიარებაც შეძლო. ჯერ პიროვნებად ჩამოყალიბდი და დინამოს ფორმა მერე მოირგე .... ვისაც ეკუთვნის გაიგოს და მიიღოს!
gela
03 აგვისტო 2016 17:26
0
როცა გუნდში 24 ფრხბურთელიდან 24 ივე საშუალოზე დაბალი კლასისაა აქ მორჩა ჩემთვის ყველაფერი! თავს ნუ იტყუებთ ნურავინ და ვიღაც რენე ნუ გამოგყავთ მაგარ მოთამაშეთ! საშუალოზე დაბალი კლასის მოთამაშეა სამწუხაროდ ყველა დინამოში!
levani
03 აგვისტო 2016 17:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული