ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება

AutoSharing Option
გორის "დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე 8 ივნისს უმძიმეს ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩიორას (თექთურმანიძის მეტსახელი) ავტომობილი ნაწვიმარ გზაზე მოცურდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და ბოლოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო და სატვირთო ავტომანქანებს დაეჯახა. ფეხბურთელი საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მოათავსეს, ის 23 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო.

გიორგის მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ჰყვება:

"როცა გააღვიძეს, პირველად მე ვნახე. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი და უაზრო მზერით იყურებოდა. ლაპარაკის მცდელობაც არ ჰქონდა. რამდენიმე კვირის
მერე კი "არა"-ზე თავის ოდნავ ამოძრავება და "კი"-ზე თვალების დახუჭვა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა, მაგრამ რთულია, გაარკვიო, რას ამბობს, მხოლოდ ჩურჩულებს.

ტვინში სისხლჩაქცევები ბოლომდე გაიწოვა, უბრალოდ, დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა უნდა მოხდეს. ცოცხალს რომ ვუყურებ, ყველაფრის სტიმული მეძლევა. ახლა სჭირდება ჩიორას გვერდში დგომა და არ მინდა, ჩემს თვალზე ცრემლი დაინახოს...

ძალიან გახდა. ხანდახან სკამზე დავსვამთ ხოლმე, დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს. მასაჟისტი, ლოგოპედი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი სახლში დადიან და მკურნალობენ. გიორგის საზღვარგარეთ
რეაბილიტაცია სჭირდება. მონაცემები გერმანიის რამდენიმე კლინიკაში გადავაგზავნეთ და პასუხებიც მოვიდა. ერთი კურსი 40 000 ევრო ჯდება, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენი კურსი იქნება საჭირო მისი გამოჯანმრთელებისთვის. იმედი მაქვს, მკურნალობის სრული კურსის მერე თამაშს გააგრძელებს.

გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად "საქართველოს ბანკში" ანგარიშის ნომერია გახსნილი:
GE45BG0000000647804800 მიმღები: გიორგი თექთურმანიძე

"მაგთის" და "ჯეოსელის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 801 935, "ბილაინის" - 0 901 701 126

სოფიო ბოჭორიძე
ჟურნალი "სარკე"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგაა არასწორი სახელმწიფოში რომ ვცხოვრობთ მარტო საკუთარ ტრაკებს ისქელებს ყველა დროის მთავრობა არანაირი ადამიანების მიმართ დაზღვევა არააა ადამიანს ისიც სპორცმენს რატონ უნდა ჩირდებოდეს სხვისი დახმარება
zaza@
21:18 04-08-2016
0
უფალმა მალე გამოგაჯანმრთველოს ჩიორა და ანისთან ერთად დიდ ბედნიერებას გისურვებ.
gizog
20:30 04-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული