"დინამოს" ვიცე-პრეზიდენტი: ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი გვაქვს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ფიფიამ დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულებული კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან მეტოქე შეაფასა. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად, თბილისელთა მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ბერძნული პაოკ-ი იქნება.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში ცნობილია
- პაოკ-ის მწვრთნელი "დინამოზე": მეტოქეში გაგვიმართლა

"ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის წინ, რადგან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი  გვაქვს. ვეცდებით, შესაძლებლობების 100-ივე პროცენტი გამოვიყენოთ.

გუნდში კარგი განწყობაა, რადგან ევროპის ლიგასთან ახლოს ვართ. ვიცით, რომ მეტოქე რთულია და რომ რთული მატჩები გველის. 18
წლის წინ პაოკ-მა თბილისის "ლოკომოტივს" მოუგო, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა", - განაცხადა ფიფიამ.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 25 აგვისტოს. პირველ შეხვედრას "დინამო" შინ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ვიცე-პრეზიდენტიო?! ფიფიაო?!! ისა და ფც ფიფია რომ დაარქვან ყველა მადლოებები ვიქნებით დინამოს სახელს კი დედა უტირეს!!!
0
ნუ ბაქიბუქობ ტუ კაცი ხარ ზაგრებტანას მასე ბაზრობდიტ რა გინდატ ტამაშის შემდეგ ხალხი გადმოვიდეს და დაანგრიოს ყველაფერი
შოთა გუგეშაშვილი
17:22 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული