იურაი იარაბეკი: პაოკ-ი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან მეტოქე შეააფასა.

შეგახსენებთ, რომ თბილისელთა მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ბერძნული პაოკ-ი იქნება.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში ცნობილია
- პაოკ-ის მწვრთნელი "დინამოზე": მეტოქეში გაგვიმართლა

"კარგად ვიცნობ პაოკ-ს. საკმაოდ ძლიერი გუნდია. როდესაც "სპარტაკ ტრნავას" მწვრთნელი გახლდით, მომიწია მათთან პაექრობა და ორივე მატჩი დავთმე.

მას შემდეგ პაოკ-მა რამენიმე ძლიერი მოთამაშე გაყიდა, თუმცა ნამატიც საკმაოდ სერიოზული აქვთ, რაც მათი მიზნებიდან გამომდინარეობს.

პაოკ-ი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ
ჩვენი მიზნები გვაქვს და ევროპალიგის ჯგუფში ასპარეზობა გვსურს", - ციტირებს იარაბეკს "დინამოს" ოფიციალური საიტი.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 25 აგვისტოს. პირველ შეხვედრას "დინამო" შინ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 31 /
შეიძლებოდა უფრო სუსტი გუნდი შეგვხვედროდა მაგრამ ისიც შესაძლებელი იყო ამაზე ბევრად ძლიერი გვრგებოდა ასე რომ გაგვიმართლა მაგრამ მთლად ბოლომდე არა. იმათ უფრო გაუმართლა იმიტომ რომ რეალობა უნდა ვთქვათ ორი სამი გუნდის გარდა მთელი ევროპალიგის პლეიოფში გასული გუნდები გვჯობია ყველა კომპონენტში მათ შორიც პაოკიც. იმედი იმაზე ცოტაა ვიდრე ზაგრებთან იყო და ჩემი აზრით რეალურად თუ ვიმსჯელებთ თითქმის არანაირი შანსი არ გვაქვს იმედია ძალიან სერიოზული სასწაული მოხდება და ვიზავთ რამეს გავიფაფხურებთ მაინც.
გივია
11:27 06-08-2016
0
ბატონო რომან თქვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს , მაგრამ მწვრთნელს ვერ მოგიწონებთ ! ჯერ იყო და ხორვატებზე ატეხა ერთი ამბავი - გინდა თუ არა ფავორიტები არიანო . ახლა " პაოკი " ძალიან ძლიერი გუნდიაო ! გააფრთხილეთ ბ - ო რომან - ბიჭებს ნუ გვიზაფრავს !
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული