თბილისის "დინამოსა" და ბერძნული პაოკ-ის თბილისურ მატჩს ებრაელი განსჯის

AutoSharing Option
18 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს. უეფამ ამ შეხვედრის განსჯა ებრაელ მსაჯთა ბრიგადას მაინდო. არბიტრად ლირან ლიანი დანიშნა, ლაინსმენები იქნებიან დავიდ ელიას ბიტონი და ნისან დევიდი, ხოლო მეოთხე არბიტრი - მანაშე მასაია.

39 წლის ლირან ლიანი ფიფას არბიტრი 2011 წელს გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ II კატეგორია მიიღო. ბოლოს საერთაშორისო შეხვედრა 3 აგვისტოს განსაჯა, როცა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დანიურმა "კოპენჰაგენმა" რუმინეთის "ასტრას" 3:0 სძლია.

მას უეფა ხშირად ნიშნავს ჩემპიონთა და
ევროპალიგის მატჩებზე, სანაკრებო დაპირისპირებებსაც ხშირად ანდობს, გასულ წელს კი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვეს.

საინტერესო უნდა იყოს ლიანის სტატისტიკა: ბოლო 10 საერთაშორისო შეხვედრაში მან სულ 34 ყვითელი ბარათი გამოიყენა, ხოლო წითელი მხოლოდ ერთხელ - 2015 წლის 5 სექტემბერს კიევში, უკრაინა-ბელორუსის მატჩში მასპინძელი დენის გარმაში მეორე ყვითელი ბარათით გააძევა. ამ მაჩვენებლებით შეიძლება ითქვას, რომ ლიანი ზომიერად მკაცრი არბიტრია.

სხვათა შორის, ბერძნული გამოცემა "მეტროსპორტის" ცნობით, 13 აგვისტოს თბილისში პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის, ვლადან ივიჩის ასისტენტი გრიგორი კავალიერატოსი იმყოფებოდა, რომელმაც მომავალი მეტოქე ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩში დაზვერა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თორემ ბევრი დაგვაკლდება ეგ თამაში რომ არ ვნახოთ კარგიც იქნება "დაჟე")
svani
18:45 16-08-2016
0
მსაჯები კი არა რეპორტაჟი იქნება საერთოდ ტელეპროგრამაში არაფერია ნახსენები
გენო
13:26 16-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული