აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..

AutoSharing Option
მადლობა ღმერთს, ადამიანებში თანადგომის გრძნობა არსებობს და ამით ბევრი გადარჩენილა. იმედია, ასევე მოხდება აკაკი დევაძის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე სტამბოლში წარმატებით ჩატარებული ღვიძლის ოპერაციის შემდეგ კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს და რეაბილიტაციის კურსის დაწყება სათუო გაუხდა.

- აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

საბედნიეროდ, დევაძის ამბავი ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა და ფულის ნაწილიც გაიღო, კლინიკაში რომ დააბრუნონ და რეაბილიტაციის კურსი გააგრძელოს - ამის შესახებ თავად კაკო დევაძემ გვაცნობა.

"როცა კლინიკიდან ჩემი გამოგდების ამბავი გავრცელდა,
ხალხმა ბევრი ცნობილი სახის ლანძღვა დაიწყო. არადა, ეს ადამიანები ყოველთვის გვერდით მედგნენ და მათი მადლიერი ვარ.

გთხოვთ, დაწეროთ, რომ დამეხმარა ლევან კობიაშვილი და ჩემთვის ფული პირადად შეაგროვა. გოგა გახოკიძე ახლაც გამორჩეულად უნდა ვახსენო, რომელმაც ფული გამომიგზავნა.

გთხოვთ, უდიდესი მადლობა გადასცეთ სპორტის სამინისტროს თანამშრომელს, სოფო ჩაკვეტაძეს, რომელიც ყოველდღე მიკავშირდებოდა. ვიცი, რომ ჩემი ბედით მინისტრიც იყო შეწუხებული.

მადლობა ღმერთს, ბევრი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა. იმედია, ღმერთის და ამ ხალხის დახმარებით, საქართველოში ჯანმრთელი დავბრუნდები", - გვითხრა დევაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამიხარდა, ასეთი ფეხბურთელები ყურადგებას იმსახურებენ
imereli
15:41 18-08-2016
0
აბა რაღას წერენ გამოაგდეს და სარეაბილიტაციო თანხა აღარ აქვსო ეს ხალხი თუ ეხმარება? რაღას ალანძღინებენ მაგ ხალხს ვეღარ გავიგე...თუ სპეციალური ხრიკია რო როცა აღარ ეხმარებიან ისევ აიძUლონ რო დაეხმარონ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული