პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

AutoSharing Option
დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ბერძნულ პაოკ-ს სტუმრად ეთამაშება. პირველმა, თბილისურმა მატჩმა ორრაუნდიან დუელში წარმატების მოპოვების ყველანაირი შანსი გადაგვიწურა - ბერძნებმა თბილისში 3 უპასუხო გოლი გაგვიტანეს და "დინამო არენაზევე" გადაწყვიტეს ორრაუნდიანი შეხვედრის ბედი.

- დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]

შეხვედრა სალონიკის "ტუმბაზე" ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა ბერძნული novasports1HD-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სალონიკიში 24 აგვისტოს ჩავიდა. ჩვენი ფეხბურთელები სასტუმრო Porto Palace Hotel Thessaloniki-ში დაბინავდნენ. თამაშის წინა
დღეს გუნდებმა ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

- იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

აღსანიშნავია, რომ "დინამო" ვერც საპასუხო მატჩში ასცდა დანაკლისს. საქართველოს ჩემპიონს ტრავმის გამო ვერ გაჰყვნენ ჯაბა ჯიღაური და მარტინიკელი ლეგიონერი მატიას კურიე, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, "დინამოდან" წავიდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით, "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდება და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

აი, პაოკ-თან მატჩის შემდეგ კი "დინამოში" მართლაც საინტერესო მოვლენები უნდა განვითარდეს. დიდი ალბათობით, ეს იქნება იურაი იარაბეკის ბოლო მატჩი თბილისური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ამ შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას ვერავინ დაემდურება, მათ შორის, ვერც - იარაბეკი. მწვრთნელს ჰქონდა კონკრეტული ამოცანა, რომელიც მან ვერ შეასრულა - "დინამო" ვერც ჩემპიონთა ლიგის და ვერც ევროპალიგის ჯგუფში გაიყვანა. არადა, სწორედ ეს ევალებოდა სლოვაკ სპეციალისტს...

ის კი არა, "დინამოს" აუცილებლად დატოვებს რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის იქნებიან ის ლეგიონერები, რომლებმაც ოდნავაც ვერ გაამართლეს საქართველოს ჩემპიონის გულშემატკივართა იმედები.

Sportall.Ge

მოკლედ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს კარს მორიგი რევოლუცია მოადგა. მანამდე კი საჭიროა, რომ სალონიკიში პრესტიჟისა და ღირსებისთვის ვითამაშოთ. პაოკ-ი საშინაო ასპარეზზე ყოველთვის კარგად თამაშობს და აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ მძიმე თამაში გველის.

რთული გამოსაცნობია, რა შემადგენლობას დააყენებს პაოკ-ის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ივიჩი. დიდი ალბათობით, ექსპერიმენტებს არც სერბი სპეციალისტი მოერიდება პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე.

მატჩს ავსტრიელი არბიტრი ჰარალდ ლეხნერი გაუძღვება. ქართველი გულშემატკივარი მას კარგად იცნობს "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" თბილისური მატჩიდან (3:3). ეს იყო ევროპალიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, რომელშიც ლეხნერმა არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა და თან ყველა - მასპინძლის საზიანოდ. მან ასევე იმსაჯა გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებთა ორი წლის წინანდელი მატჩი, რომელიც თემურ ქეცბაიას მაშინდელმა გუნდმა 3:0 მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ასტანა უგებს ბატეს... ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის, ეს არის ფეხ-ფულთი... მშვიდობით ნაღდო ფეხბურთო!
Kaxa
25 აგვისტო 2016 23:41
0
ეს ვითომ მწრთნელი წავა და თან გაყვებიან ლეგიონერებიც, მაგრამ გუნდის მენეჯმენტი სპორტული დირექტორის თამადობით არ უნდა დაითხოვოს ფიფიამ ამათი მოყვანისთვის? გუნდმა 4 თამაშში გოლი ვერ გაიტანა და 8 გაუშვა ( ჯერჯერობით) და ამ იურამ თავდამსხმელი არ გვჭირდებაო. 3 გოლი ქონდა ამას მიზანი და დამატებითი ამ დროს კი 5 წუთში უშვებს გოლს. ყველაფერს ფეხბურთელებს ნუ დავაბრალებთ მწვრთნელი, ტაქტიკა და გამართული ფეხბურთია მთავარი, მოთამაშეებს ჩაანაცვლებ მაგრამ როცა იურაა მწვრთნელი ბარსას ფეხბურთელები რომ მოუყვანო მაინც ვერაფერს მიაღწევს
:(
25 აგვისტო 2016 23:39
0
მშვენიერი პრესტიჟია პირველი ტაიმი 2-0 :დ :დ წადით გაიპარეთ რაგას ხარჯავდით ამ გზაში ფულს :@:@ :@: @:@:@
hmmm
25 აგვისტო 2016 22:50
0
რომელ პრესტიჟზეა ლაპარაკი?დინამომ ის მიიღო, რაც მის დონეს შეეფერება, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დინამო შემთხვევით ჯგუფურში გასულიყო, სადაც ზაგრებზე ძლიერი გუნდები იქნებიან, ყველა თამაშს სამარცხვინოდ წააგებდნენ
ალეკსანდრე
25 აგვისტო 2016 17:45
0
gamagijebs es xalxi.gundma bolo 6 taimshi goli ver gaitana evrotasebze da ra prestiji,ris prestiji?prestiji ara kvaxi kide...
gocha123
25 აგვისტო 2016 17:28
0
საზოგადოებრივს რომა-პორტუ და აიაქი-როსტოვის თამაშები არ გამოეპაროს. მომაკვდავი დინამო, დილა და სამტრედია მირჩევნია ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს. ან სპორტის სამინისტრო, ან ფედერაცია, ან ტელევიზიები სად ხართ? გძინააააააააააააააავთ?
geronti
25 აგვისტო 2016 17:00
0
ფიფიას თუ ვერავინ დაემდურება აბა ვის დაემდურება? უბედურება ის კი არ არის, პაოკმა 3-0 რომ მოგვიგო, არამედ ის, რომ ამ გუნდით პრეტენზია გვაქვს პაიოკის ბარიერი დავძლიოთ და ზოგადად ჯგუფურ ეტაპზე გავაღწიოთ
გგგ
25 აგვისტო 2016 15:54
0
დინამოს ლეგიონერების ყიდვა არ უნდა (როგორც ირკვევა არცეთ ლეგიონერში ფული არ გადაუხდია) და როგორ აპირებდნენ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას საინტერესოა?
ქომაგი
25 აგვისტო 2016 15:11
0
buba-ს შეხედე ლუდოგორეცი რას შვება ამ გუნდში მარტო ორი ბულგარელი ფეხბურთელი თამაშობს სწორედ ლეგიონერებმა მოიგეს ცრვენა ზვეზდასთან თან ინდივიდუალობით 5 კაცი მოატყუა ლამის ერთმა თავდამსხმელმა ასე რომ პირველ რიგში ლეგიონერის სწორად შერჩევაა და მერე თამაში
svani
25 აგვისტო 2016 14:13
0
ცალკე ამ ფლაგმანობით წაიღენ ტვინი.

საქართველოს ჩემპიონატის რა ფლაგმანი უნდა ჰყავდეს.
giga
25 აგვისტო 2016 13:37
0

სიახლეები პოპულარული