პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

AutoSharing Option
დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ბერძნულ პაოკ-ს სტუმრად ეთამაშება. პირველმა, თბილისურმა მატჩმა ორრაუნდიან დუელში წარმატების მოპოვების ყველანაირი შანსი გადაგვიწურა - ბერძნებმა თბილისში 3 უპასუხო გოლი გაგვიტანეს და "დინამო არენაზევე" გადაწყვიტეს ორრაუნდიანი შეხვედრის ბედი.

- დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]

შეხვედრა სალონიკის "ტუმბაზე" ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა ბერძნული novasports1HD-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სალონიკიში 24 აგვისტოს ჩავიდა. ჩვენი ფეხბურთელები სასტუმრო Porto Palace Hotel Thessaloniki-ში დაბინავდნენ. თამაშის წინა
დღეს გუნდებმა ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

- იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

აღსანიშნავია, რომ "დინამო" ვერც საპასუხო მატჩში ასცდა დანაკლისს. საქართველოს ჩემპიონს ტრავმის გამო ვერ გაჰყვნენ ჯაბა ჯიღაური და მარტინიკელი ლეგიონერი მატიას კურიე, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, "დინამოდან" წავიდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით, "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდება და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

აი, პაოკ-თან მატჩის შემდეგ კი "დინამოში" მართლაც საინტერესო მოვლენები უნდა განვითარდეს. დიდი ალბათობით, ეს იქნება იურაი იარაბეკის ბოლო მატჩი თბილისური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ამ შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას ვერავინ დაემდურება, მათ შორის, ვერც - იარაბეკი. მწვრთნელს ჰქონდა კონკრეტული ამოცანა, რომელიც მან ვერ შეასრულა - "დინამო" ვერც ჩემპიონთა ლიგის და ვერც ევროპალიგის ჯგუფში გაიყვანა. არადა, სწორედ ეს ევალებოდა სლოვაკ სპეციალისტს...

ის კი არა, "დინამოს" აუცილებლად დატოვებს რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის იქნებიან ის ლეგიონერები, რომლებმაც ოდნავაც ვერ გაამართლეს საქართველოს ჩემპიონის გულშემატკივართა იმედები.

Sportall.Ge

მოკლედ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს კარს მორიგი რევოლუცია მოადგა. მანამდე კი საჭიროა, რომ სალონიკიში პრესტიჟისა და ღირსებისთვის ვითამაშოთ. პაოკ-ი საშინაო ასპარეზზე ყოველთვის კარგად თამაშობს და აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ მძიმე თამაში გველის.

რთული გამოსაცნობია, რა შემადგენლობას დააყენებს პაოკ-ის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ივიჩი. დიდი ალბათობით, ექსპერიმენტებს არც სერბი სპეციალისტი მოერიდება პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე.

მატჩს ავსტრიელი არბიტრი ჰარალდ ლეხნერი გაუძღვება. ქართველი გულშემატკივარი მას კარგად იცნობს "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" თბილისური მატჩიდან (3:3). ეს იყო ევროპალიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, რომელშიც ლეხნერმა არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა და თან ყველა - მასპინძლის საზიანოდ. მან ასევე იმსაჯა გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებთა ორი წლის წინანდელი მატჩი, რომელიც თემურ ქეცბაიას მაშინდელმა გუნდმა 3:0 მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ასტანა უგებს ბატეს... ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის, ეს არის ფეხ-ფულთი... მშვიდობით ნაღდო ფეხბურთო!
Kaxa
23:41 25-08-2016
0
ეს ვითომ მწრთნელი წავა და თან გაყვებიან ლეგიონერებიც, მაგრამ გუნდის მენეჯმენტი სპორტული დირექტორის თამადობით არ უნდა დაითხოვოს ფიფიამ ამათი მოყვანისთვის? გუნდმა 4 თამაშში გოლი ვერ გაიტანა და 8 გაუშვა ( ჯერჯერობით) და ამ იურამ თავდამსხმელი არ გვჭირდებაო. 3 გოლი ქონდა ამას მიზანი და დამატებითი ამ დროს კი 5 წუთში უშვებს გოლს. ყველაფერს ფეხბურთელებს ნუ დავაბრალებთ მწვრთნელი, ტაქტიკა და გამართული ფეხბურთია მთავარი, მოთამაშეებს ჩაანაცვლებ მაგრამ როცა იურაა მწვრთნელი ბარსას ფეხბურთელები რომ მოუყვანო მაინც ვერაფერს მიაღწევს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული