პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დღეს, 25 აგვისტოს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ადგილობრივი პაოკ-ის წინააღმდეგ ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გამართა.

თბილისში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, თბილისელები დღეს სტუმრადაც დამარცხდნენ. ანგარიში უკვე მატჩის მე-5 წუთზე მენდეს როდრიგესმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე დინამოელთა კარში გიორგოს ტზაველასის გოლიც მოყვა - 2:0.

ამჯერად, "დინამოსთვის" და ზოგადად, ქართული კლუბებისთვის, წელს ევროასპარეზზე გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ევროპალიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ, "დინამომ" კი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს"
სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა, ახლა კი პაოკ-თანაც.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ნუ წერთ საერთოდ რა რა ცვლილებებზე საუბრობთ სირცხვილია
0
დაველოდოთ ფიფია რითი დაგვაბოლებს!!! მე მგონი ფეხბურთელებსაც უნდა ქონდეთ პროტესტის განცდა იმ სიტუაციის მიმართ რაც დინამოში და ზოგადად ქართულ ფეხბურთშია!
გულშემატკივარი
23:56 25-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული